პრომეთე (თანამგზავრი)
საურნის მთვარე / From Wikipedia, the free encyclopedia
პრომეთე — სატურნის შიდა თანამგზავრი. აღმოაჩინეს ხომალდ ვოიაჯერ 1-ის მიერ გადაღებული ფოტოების საშუალებით; იმ დროისთვის S/1980 S 27 უწოდეს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პრომეთე (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები პრომეთე, „კასინის“ მიერ გადაღებული ფოტო, 26 დეკემბერი, 2009 ...
პრომეთე | ||||
---|---|---|---|---|
„კასინის“ მიერ გადაღებული ფოტო, 26 დეკემბერი, 2009 | ||||
სხვა სახელები | S/1980 S 27, სატურნი XVI | |||
აღმოჩენა | ||||
აღმოჩენის თარიღი | ოქტომბერი, 1980 | |||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
დიდი ნახევარღერძი (a) | 139 380±10 კმ | |||
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | 0,0022 | |||
ვისი თანამგზავრია | სატურნი | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
ზომები | 136 კმ × 79 კმ × 59 კმ | |||
საშუალო რადიუსი | 43.1±2.7 კმ | |||
მოცულობა (V) | ≈ 340000 კმ³ | |||
საშუალო სიმკვრივე () | 0.48 ± 0.09 გრ/სმ³ | |||
პირველი კოსმოსური სიჩქარე () | ≈ 0.019 კმ/წმ | |||
ღერძის დახრილობა | 0 | |||
ალბედო | 0.6 | |||
ტემპერატურა | ||||
ზედაპირზე | ≈ 74 კელვინი | |||
| ||||
|
დახურვა
1985 წლის ბოლოს ოფიციალურად უწოდეს ბერძნული მითოლოგიის ტიტანის — პრომეთეს სახელი. ასევე სახელდებულია როგორც სატურნი XVI.
პრომეთე უკიდურესად წაგრძელებულია. ზომები 136 კმ × 79 კმ × 59 კმ-ს შეადგენს. აქვს რამდენიმე ქედი, ხეობა და 20 კმ დიამეტრიანი კრატერი. თუმცა, კრატერების მხრივ ჩამორჩება მეზობელ პანდორას, ეპიმეთესა და იანუსს. საკმაოდ დაბალი სიმკვრივისა და მაღალი ალბედოდან გამომდინარე, პრომეთე ძალიან ფოროვანი, ყინულოვანი სხეული უნდა იყოს. მის შესახებ მრავალი რამ ჯერ უცნობია.