From Wikipedia, the free encyclopedia
ჟაიმე დე ბრაგანსა (პორტ. Jaime de Braganza; დ. 1479 — გ. 20 სექტემბერი, 1532) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. ბრაგანსის ჰერცოგ ფერნანდუ II-ისა და იზაბელა ვიზეუელის ვაჟი. ბრაგანსის ჰერცოგი 1483-1532 წლებში.
ჟაიმე დე ბრაგანსა | |
---|---|
ბრაგანსის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 20 ივნისი, 1483 |
მმართ. დასასრული: | 20 სექტემბერი, 1532 |
წინამორბედი: | ფერნანდუ II |
მემკვიდრე: | თეოდოშიუ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1479 |
გარდ. თარიღი: | 20 სექტემბერი, 1532 |
მეუღლე: |
ლეონორ პერეს დე გუსმანი ხუანა დე მენდოსა |
შვილები: |
იზაბელი, ხიმარესის ჰერცოგინია თეოდუშიუ I, ბრაგანსის ჰერცოგი |
დინასტია: | ბრაგანსები |
მამა: | ფერნანდუ II, ბრაგანსის ჰერცოგი |
დედა: | იზაბელა ვიზეუელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ჟაიმე დაიბადა 1479 წელს პორტუგალიაში. იგი იყო ბრაგანსის ჰერცოგ ფერნანდუ II-ისა და მისი მეორე ცოლის, იზაბელა ვიზეუელის უფროსი ვაჟი. 1483 წელს, პორტუგალიის მეფე ჟუან II-მ, გავლენიანი დიდებულების ჩამოსაცილებლად ბეჟას ჰერცოგი დიოგუ და ჟაიმეს მამა, ფერნანდუ II ღალატის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა. მართალია ბრაგანსის ჰერცოგი ჟაიმე გახდა, მაგრამ მეფემ მასა და მის ოჯახს ყველანაირი პრივილეგია და ძალაუფლება ჩამოართვა, მეტიც მათი დევნაც კი დაიწყო, რის გამოც ბრაგანსების ოჯახი ემიგრაციაში წავიდა კასტილიაში.
1495 წელს, მეფე ჟუან II-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა ბიძაშვილმა მანუელ I-მა დაიკავა, რომელმაც 1498 წელს ყველა დიდგვაროვანს დაუბრუნა თავისი ძველი მდგომარეობა. ამის შემდეგ ბრაგანსები, ისევე როგორც ბევრი სხვა არისტოკრატიული ოჯახი პორტუგალიაში დაბრუნდა. ახალგაზრდა ჟაიმემ ბინა ბრაგანსების ძველ რეზიდენციაში — ვილა-ვიკოზას სასახლეში დაიდო. აღსანიშნავია, რომ ჟაიმეს დედა, იზაბელა ვიზეუელი იყო მანუელ I-ის ღვიძლი და. მისი ტახტზე ასვლიდან მალევე, კორტესებმა გამოსცეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ავისის დინასტიაში მემკვიდრის კრიზისის შემთხვევაში ტახტს ჟაიმე დაიკავებდა, როგორც მანუელ I-ის დისწული და ჟუან I-ის შვილთაშვილი.
1500 წელს ჟაიმემ ცოლად შეირთო მედინა-სიდონიას ჰერცოგის ასული ლეონორ პერეს დე გუსმანი, რომელიც 1512 წელს მისივე ბრძანებით მოკლეს მრუშობის გამო. მანუელ I-მა თავის დისწულს ასეთი კრიმინალი მიუტევა და მეტიც, ორი ახალი სასახლე აჩუქა ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ჟაიმე გარდაიცვალა 1532 წლის 20 სექტემბერს, ვილა-ვიკოზას სასახლეში.
1500 წელს, ჟაიმე დაქორწინდა მედინა-სიდონიას მესამე ჰერცოგ ხუან ალფონსო პერეს დე გუსმანის ასულ ლეონორ პერეს დე გუსმანზე, რომელიც 1512 წელს ღალატის გამო მოაკვლევინა და რომელთანაც ორი შვილი შეეძინა:
1520 წელს ჟაიმე მეორედ დაქორწინდა მურაოს ჰერცოგ დიეგო მენდოსას ასულ ხუანა დე მენდოსაზე, რომელთანაც რვა შვილი შეეძინა:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.