ჟაკლინ ბარტონი (დ. 7 მაისი 1952) — ამერიკელი ქიმიკოსი. 1980-1982 წლებში ქიმიის პროფესორის თანამდებობაზე მუშაობდა ჰანტერის კოლეჯში. 1983-1989 წლებში კი კოლუმბიის უნივერსიტეტში მანამ, სანამ კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტს შეუერთდებოდა, სადაც დღემდე მუშაობს. 2009 წელს ამავე ინსტიტუტის ქიმიის სამმართველოსა და ქიმიური ინჟინერიის განყოფილების თავმჯდომარე გახდა. ბარტონი დნმ-ის ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს სწავლობს. მისი კვლევების ძირითადი აქცენტია ორმაგად დაგრეხილი დნმ-ის გასწვრივ, განივი ელექტრული ტრანსპორტი, მისი შედეგები ბიოლოგიაში და პოტენციალს მის გამოყენებაში კიბოს ქიმიოთერაპიულ მკურნალობაში. სხვა არაერთ ჯილდოსთან ერთად, 2011 წელს ბარტონმა მიიღო მეცნიერების ეროვნული მედალი, 2015 წელს ამერიკის ქიმიის ინსტიტუტის ოქროს მედალი და ამავე წელს, პრისტლის მედალი.
სწრაფი ფაქტები ჟაკლინ ბარტონი, დაბ. თარიღი ...
ჟაკლინ ბარტონი |
---|
ინგლ. Jacqueline Kapelman Barton |
|
დაბ. თარიღი |
7 მაისი, 1952(1952-05-07) (72 წლის) |
---|
დაბ. ადგილი |
ნიუ-იორკი |
---|
მოქალაქეობა |
აშშ |
---|
საქმიანობა |
ქიმიკოსი[1] , უნივერსიტეტის პროფესორი[1] , პროფესორი[1] და ბიზნესმენი |
---|
მუშაობის ადგილი |
კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, ჰანტერის კოლეჯი და კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი[2] |
---|
ალმა-მატერი |
ბერნარდის კოლეჯი[3] , კოლუმბიის საინჟინრო და გამოყენებითი მეცნიერებების სკოლა და Riverdale Country School |
---|
სამეცნიერო ხარისხი |
ფილოსოფიის დოქტორი |
---|
ჯილდოები |
უილარდ გიბსის ჯილდო[4] , მაკართურის სტიპენდია, გარვან-ოლინის მედალი[5] , ალან ვატერმენის ჯილდო[6] , ამერიკის ქიმიის საზოგადოების პრემია სუფთა ქიმიაში, მეცნიერების ეროვნული მედალი, ტოლმანის ჯილდო[7] , აგნეს ფეი მორგანის სამეცნიერო პრემია[8] , Weizmann Women & Science Award, პრისტლის მედალი[9] , ელი ლილის პრემია ბიოქიმიაში, პაულ კარერის ოქროს მედალი[10] , ლაინუს პოლინგის პრემია, ამერიკის ქიმიკოსთა ინსტიტუტის ოქროს მედალი, ლეო ჰენდრიკ ბაკელანდის პრემია[11] , უილიამ ჰენრი ნიკოლსი მედალი, ფრანკ ალბერტ კოტონის მედალი[12] , NAS Award in Chemical Sciences, Fellow of the American Chemical Society, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, Theodore William Richards Medal[13] , ასწლეულის პრემია[14] , უელჩის პრემია ქიმიის დარგში[15] , Clarivate Citation Laureates[16] , Ronald Breslow Award for Achievement in Biomimetic Chemistry[17] და Camille Dreyfus Teacher-Scholar Awards |
---|
|
დახურვა