From Wikipedia, the free encyclopedia
ჟან-ბატისტ კარპო (დ. 11 მაისი, 1827, ვალანსიენი — გ. 11/12 ოქტომბერი, 1875, კურბევუა) — ფრანგი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი. 1844 წლიდან სწავლობდა ფ. რიუდის სახელოსნოში, 1848 წლიდან — ნატიფი ხელოვნების სკოლაში, პარიზში ფ. დიურეს ხელმძღვანელობით. სახელი გაითქვა ტრაგიკული სულით გამსჭვალული სკულპტურული ჯგუფით – „უგოლინო და მისი შვილები“ (ბრინჯაო, 1857–1860, ლუვრი, პარიზი), დეკორატიულ-საზეიმო ჰორელიეფებით „ფლორას ტრიუმფი“ (თაბაშირი, 1863–1866, ფლორას პავილიონის ფასადი, ტიუილრის პარკი, პარიზი), აგრეთვე სკულპტურული ჯგუფით „ქვეყნის ოთხი მხარე“ (ბრინჯაო, 1867–1872, შადრევანი ობსერვატუარის მოედანზე, პარიზი). კარპოს ნამუშევრებს ახასიათებს ფორმების დინამიკურობა, ფიგურების გრაციულობა, რამდენადმე სალონური მანერულობა. ამას გარდა, მრავალი პორტრეტული ბიუსტის ავტორიცაა.[15]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.