ჟოზე რამუშ-ორტა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჟოზე რამუშ-ორტა (პორტ. José Manuel Ramos-Horta, დ. 26 დეკემბერი 1949, დილი) — აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან მეორე პრეზიდენტი. თანამდებობა ეკავა 2007 წლის 20 მაისიდან 2012 წლის 20 მაისამდე. 2022 წელს კვლავ აირჩიეს პრეზიდენტად და თანამდებობას დაიკავებს ამავე წლის 20 მაისს.[1]
ჟოზე რამუშ-ორტა | |
აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 მაისი, 2007 – 20 მაისი, 2012 | |
წინამორბედი | შანანა გუჟმაუ |
მემკვიდრე | ტაურ მატან რუაკი |
აღმოსავლეთ ტიმორის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 ივნისი, 2006 – 19 მაისი, 2007 | |
წინამორბედი | მარი ალკატირი |
მემკვიდრე | ესტანისლაუ და სილვა |
დაბადებული | 26 დეკემბერი, 1949 დილი, აღმოსავლეთი ტიმორი |
მოქალაქეობა | აღმოსავლეთი ტიმორი |
მეუღლე | ანა პინტო |
შვილები | ლორო ორტა |
განათლება | კოლუმბიის უნივერსიტეტი |
პროფესია | ადვოკატი, იურისტი |
რელიგია | კათოლიციზმი |
ჯილდოები | ნობელის მშვიდობის პრემია (1996) |
ხელმოწერა |
თავისუფლების ორდენის კავალერი. FReTiLIn-ის ერთ-ერთი დამაარსებელი. ინდონეზიისაგან აღმოსავლეთ ტიმორის გამოყოფისათვის ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი. ინდონეზიის მიერ ტიმორის ოკუპაციის პერიოდში ეკავა დევნილობაში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა (1975-1979 წწ.). 1988 წელს გამოვიდა რევოლუციური ფრონტიდან და გააგრძელა მოქმედება, როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა.
1996 წელს კარლუშ ბელუსთან ერთად მიიღო ნობელის პრემია ნობელის მშვიდობის პრემია „მცირე ხალხების ჩაგვრის წინააღმდეგ დაუღალავი ძალისხმევისათვის“.
2002 წელს აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გახდა ახალი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი. აღმოსავლეთ ტიმორის კრიზისის დროს კი — პრემიერ-მინისტრი. 2008 წლის 11 თებერვალს აღმოსავლეთ ტიმორის ექსტრემისტული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული თავდასხმის შედეგად დაჭრეს.