From Wikipedia, the free encyclopedia
რადამა I დიდი (დ. 1793 — გ. 27 ივლისი, 1828) — მადაგასკარის პირველი მმართველი, რომელიც აღიარებული იყო მადაგასკარის მეფედ (1810–1828) ევროპული სახელმწიფოს მიერ. ტახტზე ავიდა 17 წლის ასაკში მამისა და წინამორბედის, მეფე ანდრიანამპუანიმერინას გარდაცვალების შემდეგ. რადამას მმართველობისას, მისივე მოწვევით ევროპელებმა პირველად მოინახულეს იმერინის სამეფოს ცენტრალური მაღალმთიანი რეგიონი და დედაქალაქი ანტანანარივუ. მეფემ წაახალისა ლონდონის მისიონერული საზოგადოების წარმომადგენლები, რათა დაეარსებინათ სკოლები წარჩინებულთათვის, რომლებიც იყვნენ პოტენციური სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეები. მათ ასევე შემოიტანეს ქრისტიანობა და ასწავლიდნენ წერა-კითხვას ნათარგმნი ბიბლიის გამოყენებით. რადამა I-ის მმართველობისას გატარდა მრავალი პოლიტიკური და სოციალური რეფორმა, ბოლო მოეღო მონებით საერთაშორისო ვაჭრობას, რაც ტრადიციულად, იმერინის სამეფოს სიმდიდრის ძირითადი წყარო იყო. წარმატებული სამხედრო კამპანიების შედეგად შეძლო საკუთარი მმართველობის ქვეშ მოექცია კუნძულის ორი მესამედი. ალკოჰოლმა მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად დაასუსტა. გარდაიცვალა ნაადრევად, 35 წლის ასაკში 1828 წელს. ტახტზე შეცვალა მისმა მაღალი რანგის ცოლმა რანავალუნა I-მა.
რადამა I | |
---|---|
Radama I | |
იმერინის მე-2 მეფე | |
კორონაცია: | 1810 |
მმართ. დასაწყისი: | 1810 |
მმართ. დასასრული: | 1828 |
წინამორბედი: | ანდრიანამპუანიმერინა |
მემკვიდრე: | რანავალუნა I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1793 |
დაბ. ადგილი: | ამბოჰიმანგა |
გარდ. თარიღი: | 27 ივლისი, 1828 (35 წლის) |
გარდ. ადგილი: | რუვა, ანტანანარივუ |
მამა: | ანდრიანამპუანიმერინა |
დედა: | რამბოლამასოანდრო |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.