რადიოგრაფიული ტესტი
From Wikipedia, the free encyclopedia
რადიოგრაფიული ტესტი (ინდუსტრიული რადიოგრაფია) — წარმოადგენს არადესტრუქციული შემოწმების (ინსპექციის) მეთოდს უხილავი ხარვეზების აღმოსაჩენად, რომელიც იყენებს მოკლე ელექტრომაგნიტურ ტალღებს (მაღალი ენერგეტიკული ფოტონები) სხვადასხვა მასალაში შესაღწევად.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
რენტგენის აპარატი ან რადიოაქტიური წყარო (Ir-192, Co-60 ან ზოგიერთ შემთხევეაში Cs-137) შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფოტონების წყარო. ნეიტრონული რადიოგრაფული ტესტი (NR) არის რადიოგრაფული ტესტის სახესხვაობა რომელიც ფოტონის სანაცვლოდ იყენებს ნეიტრონს სხვადასხვა მასალაში შესაღწევად. იგი ხედავს რენტგენისგან განსხვავებულ საგნებს რადგანაც ნეიტრონს შეუძლია ადვილად შეაღწიოს ტყვიასა და ლითონში, მაგრამ ვერ აღწევს პოლიეთილენში, წყალსა და ზეთში. რადგანაც მასალის მეორე მხრიდან გამოსული რადიოტალღების ნაწილი შეიძლება დაფიქსირდეს და გაიზომოს, ამ რაოდენობაში შემჩნეული ცვლილებები (ან ინტენსივობა) შესაძლებელს ხდის მასალის სისქის ან შემადგენლობის განსაზღვრას.