რევაზ ძოძუაშვილი
From Wikipedia, the free encyclopedia
რევაზ ძოძუაშვილი (დ. 15 აპრილი, 1945, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. 1972 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი, 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1972).
სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რევაზ მიხეილის ძე ძოძუაშვილი | ||
დაბადების თარიღი | 15 აპრილი, 1945 (1945-04-15) (79 წლის) | ||
დაბადების ადგილი |
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 175 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1962–1963 | იმერეთი ქუთაისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1964–1965 | დინამო სოხუმი | 50 | (20) |
1966–1967 | ტორპედო ქუთაისი | 67 | (1) |
1968–1976 | დინამო თბილისი | 234 | (4) |
ეროვნული ნაკრები | |||
1969–1974 | საბჭოთა კავშირი | 49 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1976 | ასკ თბილისი | ||
1977 | ლოკომოტივი სამტრედია | ||
1978 | ტორპედო ქუთაისი | ||
1979 | კოლხეთი ფოთი | ||
1988–1989 | ტორპედო ქუთაისი | ||
1991–1993 | დინამო თბილისი | ||
1993–1995 | მეტალურგი რუსთავი | ||
1995 | ტემპი შეპეტივკა | ||
1998–1999 | ლატვია | ||
1999–2000 | ლოკომოტივი თბილისი | ||
2000–2001 | საქართველო | ||
2001–2002 | ტორპედო ქუთაისი | ||
2002 | ურალანი ელისტა | ||
2003 | ალანია ვლადიკავკაზი | ||
2005 | დინამო მაჰაჩყალა | ||
2007 | ოლიმპი რუსთავი | ||
2008–2009 | შახტიორი ყარაღანდა | ||
2010 | თურანი თოვუზი | ||
2014 | ტორპედო ქუთაისი | ||
2017 | დინამო სოხუმი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
დახურვა
შვიდჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ოთხჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის წლის საუკეთესო მარჯვენა მცველად.[1][2]