![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/bc/Remdesivir.svg/langka-640px-Remdesivir.svg.png&w=640&q=50)
რემდესივირი
From Wikipedia, the free encyclopedia
რემდესივირი (ინგლ. Remdesivir, შემუშავების კოდი: GS-5734) — ახალი ანტივირუსული პრეპარატი ნუკლეოტიდ ანალოგთა კლასში. შექმნილია ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Gilead Sciences-ის მიერ ებოლას ვირუსული დაავადების და მარბურგის ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ;[1] თუმცა, შემდეგ თანდათან გამოვლინდა ანტივირუსული აქტიურობა სხვა რნმ ვირუსების წინააღმდეგ, როგორებიც არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსები, იუნინის ვირუსი, ლასას ცხელების ვირუსი, ნიპაჰის ვირუსი, ჰენდრას ვირუსი და კორონავირუსები (მათ შორის MERS და SARS ვირუსები).[2][3][4] ამჟამად მიმდინარეობს მისი კვლევა SARS-CoV-2-ის, ნიპაჰისა და ჰენდრას ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ.[5][6][7] სხვა ტიპის კორონავირუსებთან ბრძოლაში წარმატებიდან გამომდინარე, 2020 წელს Gilead-მა რემდესივირი ექიმებს გადასცა SARS-CoV-2-ით ინფიცირებული ამერიკელი პაციენტის სამკურნალოდ ვაშინგტონის შტატის ქალაქ სნოჰომიშში;[8] კომპანიამ პრეპარატს ასევე აწვდის ჩინეთს რამდენიმე ტესტირების ჩასატარებლად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე სიმპტომები ან არიან საერთოდ უსიმპტომოდ.[9]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/bc/Remdesivir.svg/320px-Remdesivir.svg.png)