რიტა უილსონი
From Wikipedia, the free encyclopedia
რიტა უილსონი (ინგლ. Rita Wilson; დ. 26 ოქტომბერი, 1956)[1] — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, პროდიუსერი და სიმღერების ავტორი. გადაღებულია რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: ამერიკული კომედია „მოხალისეები“ (1985), რომანტიკული კომედია „უძინარები სიეტლში“ (1993), კომედიური დრამა „ახლა და შემდეგ“ (1995), ამერიკული საახალწლო ფილმი „საშობაო საჩუქარი“ (1996), რომანტიკული კომედია „ჩვენი ისტორია“ (1999), „გაქცეული პატარძალი“ (1999), კომედია „მარტივი სირთულეები“ (2009), რომანტიკული კომედია „ლარი კრაუნი“ (2011) და სხვა. მონაწილეობა აქვს მიღებული სატელევიზიო სერიალებში, „კარგი ცოლი“ და „გოგოები“. ნათამაშები აქვს ბროდვეის თეატრში. არის რამდენიმე ფილმის პროდიუსერი, მათ შორის არის: რომანტიკული კომედია, „ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი“ (2002). როგორც მომღერალს და სიმღერების ავტორს, გამოშვებული აქვს ალბომები: AM/FM, Rita Wilson, Bigger Picture, და Halfway to Home. 2019 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანზე გაუხსნეს ვარსკვლავი.[2]
რიტა უილსონი | |
---|---|
უილსონი 2019 წელს | |
დაბადების სახელი | მარგარეტა იბრაჰიმოფ |
დაბადების თარიღი |
26 ოქტომბერი, 1956 (1956-10-26) (67 წლის) ჰოლივუდი, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი, პროდიუსერი, სიმღერების ავტორი |
აქტიური | 1972-დღემდე |
პარტნიორ(ებ)ი | ტომ ჰენკსი (იქ. 1988) |
შვილ(ებ)ი | 2 |