From Wikipedia, the free encyclopedia
როი ჯეიმზ ბრაუნი (ინგლ. Roy James Brown; დ. 10 სექტემბერი, 1920[1] ან 1925[2] — გ. 25 მაისი, 1981) — ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზის მომღერალი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა როკ-ენ-როლის ჩამოყალიბებაზე[3] და, ასევე დიდი წვლილი მიუძღვის რიტმ-ენდ-ბლუზის განვითარებაში. მისი ყველაზე განთქმული სიმღერა არის „Good Rockin' Tonight“ (გამოსული 1947 წელს ლეიბლზე DeLuxe Records), რომლის ქავერ ვერსიები ჩაწერა ბევრმა ცნობილმა შემსრულებელმა, მათ შორის არიან: ვინონი ჰარისი, ელვის პრესლი, ბრიუს სპრინგსტინი, რიკი ნელსონი, ჯერი ლი ლიუსი, პეტ ბუნი, ჯეიმზ ბრაუნი, The Doors და Montrose.
როი ბრაუნი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 10 სექტემბერი, 1920 ან 1925 |
დაბ. ადგილი | კინდერი, ლუიზიანა, აშშ |
გარდ. თარიღი | 10 სექტემბერი, 1981 (55-60) |
გარდ. ადგილი | სან-ფერნანდო, კალიფორნია, აშშ |
დასაფლავებულია | Eternal Valley Memorial Park |
ჟანრ(ებ)ი | ჯამპ-ბლუზი, რიტმ-ენდ-ბლუზი, ბლუზი, როკ-ენ-როლი |
საქმიანობა | მომღერალი, კომპოზიტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალისტი |
აქტიური | 1945–1981 |
როი ბრაუნი ვიკისაწყობში |
1981 წელს როი ბრაუნი შეყვანილი იქნა ბლუზის დიდების დარბაზში.[4] მისმა ვოკალურმა სტილმა დიდი გავლენა მოახდინა ისეთ მომღერლებზე როგორებიც არიან: ბი ბი კინგი, ბობი ბლენდი, ელვის პრესლი, ჯეკი უილსონი, ჯეიმზ ბრაუნი და ლიტლ რიჩარდი.[2][5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.