როკე-დე-ლოს-მუჩაჩოსის ობსერვატორია
ასტრონომიული ობსერვატორია კანარის კუნძულებზე / From Wikipedia, the free encyclopedia
როკე-დე-ლოს-მუჩაჩოსის ობსერვატორია (ესპ. Observatorio del Roque de los Muchachos, ORM) — ასტრონომიული ობსერვატორია კანარის კუნძულების კუნძულ ლა-პალმაზე. ობსერვატორიას მართავს ქალაქ ტენერიფეში მდებარე კანარის ასტროფიზიკის ინსტიტუტი (ესპ. Instituto de Astrofísica de Canarias). მიეკუთვნება ევროპის ჩრდილოურ ობსერვატორიას.
ორგანიზაცია | კანარის ასტროფიზიკის ინსტიტუტი | ||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კოდი | 950 | ||||||||||||||||||||||||||
მდებარეობა | ლა-პალმა, კანარის კუნძულები, ესპანეთი | ||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 2 396[1] | ||||||||||||||||||||||||||
დაარსდა | 1985 | ||||||||||||||||||||||||||
საიტი www.iac.es | |||||||||||||||||||||||||||
|
ასტრონომიული ხილვადობის სტატისტიკით, როკე-დე-ლოს-მუჩაჩოსი მეორე საუკეთესო ადგილია ოპტიკური და ინფრაწითელი ასტრონომიული კვლევებისათვის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ჰავაიზე მდებარე მაუნა-კეას ობსერვატორიის შემდეგ. გარდა ამისა, ამ ობსერვატორიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობები აქვს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მისი ტელესკოპების ფლოტი მოიცავს 10,4-მეტრიან კანარის დიდ ტელესკოპს — 2009 წლის მონაცემებით, მსოფლიოში უდიდეს ერთ აპერტურიან ოპტიკურ ტელესკოპს;[2] უილიამ ჰერშელის ტელესკოპს (ევროპაში მეორე უდიდესი); შვედურ 1-მეტრიან მზის ტელესკოპს, რომელიც უზრუნველყოფს მზის ყველაზე მაღალრეზოლუციან ფოტოგადაღებას ყველა სხვა ტელესკოპს შორის.