რომბლონი
From Wikipedia, the free encyclopedia
რომბლონი — არქიპელაგი პროვინცია ფილიპინებში, მიმაროპის რეგიონში. არქიპელაგის უდიდესი კუნძულია ტაბლასი, რომელიც 9 მუნიციპალიტეტს მოიცავს. რომბლონის შემადგენლობაშია კუნძული სიბუიანი, რომელიც სამ ქალაქს მოიცავს, ასევე პატარა კუნძულ მუნიციპალიტეტებს, როგორებიცაა კორკერა, ბანტონი, კონსეპსიონი, სან-ხოზე და რომბლონი, რომელიც პროვინციის დედაქალაქია. პროვინცია მარინდუკესა და კესონის სამხრეთით, აღმოსავლეთ მინდოროს აღმოსავლეთით, აკლანისა და კაპისის ჩრდილოეთით და მასტაბეს დასავლეთით მდებარეობს. 2015 წლის აღწერით, პროვინციის მოსახლეობა 292 781 ადამიანს შეადგენს.
რომბლონი | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | რომბლონი | ||||
შიდა დაყოფა | ალკანტარა (რომბლონი), Banton, Cajidiocan, კალატრავა (რომბლონი), კონსეპსიონი, კორკუერა, ფეროლი (რომბლონი), ლოოკი (რომბლონი), მაგდივანგი (რომბლონი), ოდიონგანი, რომბლონი, სან-აგუსტინი (რომბლონი), სან-ანდრესი (რომბლონი), San Fernando, San Jose, სანტა-ფე (რომბლონი) და სანტა-მარია (რომბლონი) | ||||
კოორდინატები | 12°33′00″ ჩ. გ. 122°17′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Jose Riano | ||||
დაარსდა | 1947, 19 მარტი, 1853, 11 იანვარი, 1868, 16 მარტი, 1901[1] , 15 ივლისი, 1907[2] და 1918 | ||||
ფართობი | 1533.45 კმ² | ||||
მოსახლეობა | 308 985 (1 მაისი, 2020)[3] | ||||
სატელეფონო კოდი | 42 | ||||
საფოსტო ინდექსი | 5500–5515 | ||||
ოფიციალური საიტი | https://romblonparadise.com/ | ||||
| |||||
1569 წელს ესპანელების ჩასვლამდე რომბლონი აბორიგენი ფილიპინელებით იყო დასახლებული. ეროვნული მუზეუმის მიერ 1936 წელს აღდგენილი არქეოლოგიური არტეფაქტების მიხედვით დგინდება, რომ რომლონის აბორიგენებს მდიდარი და განვითარებული კულტურა ჰქონდათ. ესპანური კოლონიური მმართველობის დროს თავდაპირველად რომბლონი ახლად დაარსებული ილოილოს პროვინციის მიერ იმართებოდა. 1716 წელს მუნიციპალიტეტი ახლად შექმნილი კაპისის პროვინციის იურისდიქციის ქვეშ გადავიდა. 1901 წელს ამერიკელბის ჩამოსვლის შემდეგ რომბლონი პროვინციად გამოცხადდა და სამოქალაქო მმართველობა დამყარდა. 1907-1945 წლებში რომბლონმა პროვინციის სტატუსი დაკარგა, თუმა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს კვლავ აღიდგინა.
რომბლონის მოსახლეობა სამ ეთნო-ლინგვისტურ ჯგუფად იყოფა: რომლომანონებად, ონჰანებად და ბანტოანებად (ასებად). ეს ჯგუფები არქიპელაგის კონკრეტულ კუნძულებზე ცხოვრობენ და თავიანთი ენა და წეს-ჩვეულებები აქვთ. რომბლომანურ ენაზე ძირითადად ქალაქ რომბლონის მაცხოვრებლები, სიბუიანის კუნძულზე მდებარე სამი ქალაქის მკვიდრები და ტაბლასის კუნძულზე მდებარე სან-აგუსტინის ბინადრები საუბრობენ. ონჰანურ ენაზე ძირითადად კუნძულ ტაბლასის სამხრეთ ნაწილის მუნიციპალიტეტებისა (ალკანტარა, ლოოკი, ფეროლი, სანტა-ფე, სან-ანდრესი და სანტა-მარია) და სან-ხოსეს მუნიციპალიტეტის მკვიდრები საუბრობენ. კუნძულ ტაბლასის ჩრდილოეთ ნაწილში (ოდიონგანი და კალატრავა) და კორკუერის, ბანტონისა და კონსეპსიონის კუნძულოვან მუნიციპალიტეტებში ბანტოანურ საუბრობენ.
ამჟამად პროვინციის ეკონომიკის წამყვანი სექტორი სოფლის მეურნეობაა, ძირითადად, ბრინჯისა და კპრის წარმოება, ასევე თევზჭერა. რომბლონში განვითარებულია მარმარილოს ინდუსტრია, რადგანაც პროვინცია მდიდარია იტალიური ხარისხის მარმარილოთი. სწორედ ამის გამო მას ხშირად „ფილიპინების მარმარილოს დედაქალაქს“ უწოდებენ. უკანასკნელ წლებში პროვინცია ეკოტურისტული დანიშნულების ადგილი გახდა და თეთრი ქვიშის პლაჟებს, წყალქვეშა ყვინთვის წერტილებს, მთებსა და წვიმის ტყეებს ტურისტები მთელი წლის მანძილზე სტუმრობენ.