საემიგრაციო კრიზისი ევროპაში
From Wikipedia, the free encyclopedia
საემიგრაციო კრიზისი ევროპაში ან ლტოლვილთა კრიზისი ევროპაში — ტერმინი, რომლითაც აღნიშნავენ, 2015 წელს[1], ევროკავშირში ლტოლვითა და ემიგრანტთა რაოდენობის გაზრდას. ემიგრანტების უმრავლესობა, რომლებიც თავშესაფრის უფლებას ითხოვდნენ, ევროპაში ხმელთაშუა ზღვიდან ან სამხრეთ ევროპის გავლით, სამხრეთ და დასავალეთ აზიის, აფრიკის[2], და დასავლეთ ბალკანეთის[3] რეგიონებიდან ჩამოდიოდნენ. გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის მიხედვით, 2015 წლისთვის, დაახლოებით მილიონ ლტოლვილთაგან, რომელთაც გადალახეს ხმელთაშუა ზღვა: (49%) სირიელს, (21%) ავღანელს და (8%) ერაყელს შეადგენდა. (58%) ლტოლვითაგან იყო კაცი, (17%) ქალი და (25%) ბავშვები[4][5]. ფრაზა „საემიგრაციო კრიზისი ევროპაში“ და „ლტოლვილთა კრიზისი ევროპაში“ ფართოდ გამოიყენებოდა 2015 წლის აპრილში, როდესაც 5 კატარღა, რომელიც 2 000 მიგრანტს ითვლიდა, ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა, დაღუპულთა რაოდენობა 1 200 კაცს ითვლიდა.
გემთ-ჩაძირვები ხმელთაშუა ზღვაში მსოფლიოში არსებულმა კონფლიკტებმა და ლტოლვითა კრიზისმა გამოიწვია, რამაც გაზარდა იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, 2014 წლის დასასრულისთვის იძლებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 60 მილიონს მიაღწია, რაც მეორე მსოლფიო ომის შემდეგ[6], უდიდეს ზღვარს წარმოადგენდა. ამის ფონზე იტალიაში, 2014 წლისთვის, ხმელთაშუა ზღვით უკანონოდ გადმოლახულ ლტოლვილთა რაოდენობამ იმატა. 2015 წლის, პირველ ექვს თვეში, საბერძნეთმა გადაუსწრო იტალიას, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში ჩამომსვლელთა ერთ-ერთი პირველი კერა, საიდანაც ბალკანეთის გავლით ჩრდილოეთ ევროპაში გადადიოდნენ, ძირითადად გერმანიაში და შვედეთში. 2015 წლის აპრილიდან, ევროსაბჭო მიგრანტების უკანონოდ გადმოლახვის აღსაკვეთად ხმელთაშუა ზღვაში სასაზღვრო პატრულს აფინანსებდა. ცალკეულმა ქვეყნებმა კი გაამკაცრეს სასაზღვრო კონტროლი შენგენის ზონის ქვეყნებისთვის, რამაც გამოიწვია დაპირისპირება ქვეყნებს რომელთა სურდათ მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის.
ევროსტატის მიხედვით, 2014 წლისთვის ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს 626 000 თავშესაფრის მაძიებელი, მაქსიმალური რაოდენობა 1992 წლის შემდეგ[7], როდესაც თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 672 000 შეადგენდა, 185 000 თავშესაფრის მაძიებელს კი დაცვითი სტატუსი მიენიჭა[8]. 2015 წლისთვის თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაორმაგდა და მათმა რიცხვმა 1 221 855 შეადგინა[9]. ოთხმა ქვეყანამ – გერმანიამ, შვედეთმა, იტალიამ და საფრანგეთმა – მიიღო ორი მესამედი თავშესაფრის მაძიებელი და ასევე 2014 წლისთვის, ორ მესამედს მიანიჭეს დაცვითი სტატუსი; ხოლო შვედეთი, უნგრეთი და ავსტრია კი იყო მთავარი მიმღები ევროკავშირის ქვეყნები, ერთ სრულ მოსახლეზე[10][11].