From Wikipedia, the free encyclopedia
საიგა (ლათ. Saiga tatarica) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. მამლის სხეულის სიგრძე 140 სმ, მასა 40 კმ-მდე აღწევს. დედალი უფრო მომცროა. საიგას აქვს გრძელი, მოძრავი, ხორთუმისებრი ცხვირი, ღია ყავისფერი რქები (დედალი ურქოა), რომელთა სიგრძე 40 სმ აღწევს, მოყვითალო ზურგი, თეთრი მუცელი, გავრცელებულია მონღოლეთში, დასავლეთ ჩინეთში, წინა კავკასიაში, ყალმუხეთის ველზე, მდინარე ვოლგის ქვემო დინების მარცხენა სანაპიროზე, ყაზახეთის და შუა აზიის ჩრდილოეთ ნაწილში. ბინადრობს ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. ქმნის ჯოგს, რომელიც ასეული და ათასეული სულისაგან შედგება. იკვებება ბალახით. დარბის ძალზე სწრაფად (72 კმ-მდე საათში). მაკეობა 5 თვემდე გრძელდება. შობს 1-2 ნაშიერს. რეწვის ობიექტია - იყენებენ ხორცს, ტყავსა და რქებს (როგორც სამკურნალო ნედლეულს).
საიგა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Saiga tatarica (Linnaeus, 1766) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 19832 | |||||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.