From Wikipedia, the free encyclopedia
საკანონო (სამართლის ისტორია), საეკლესიო სასჯელი ძველ საქართველოში. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, საკანონო „ცოდვის“ („ავის ქნის“, „ბოროტის, გინა უშჯულოების“) „საზღაურს“, „ცოდვისათვის გარდასაჴადს“ ერქვა. საკანონო მონანიებითი სასჯელი იყო და იგი შემცოდეს განკანონების წესით დაედებოდა. მისი ოდენობა შეცოდების სიმძიმით განისაზღვრებოდა. მაგ., წილკნის ღვთისმშობლის სამწყსოს სიგელის მიხედვით (1669), უზიარებლად ან მოუნათლავად გარდაცვლილის ჭირისუფალს საკანონოდ ერთი ხარი, ჯვარდაუწერელად შეუღლებულებს - 2 ცხვარი და 2 ხარი, კაცისმკვლელს კი 5 ხარი უნდა გადაეხადა. კანონით განსაზღვრულ (კერძოდ კაცის მკვლელობის) შემთხვევებში საკანონო დამნაშავეს საერთო სასჯელის დამატებით ეკისრებოდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.