From Wikipedia, the free encyclopedia
სალემი (ადგილობრივები წარმოთქვამენ როგორც სელამს) — სალემის რაიონის მთავარი ქალაქი. მდებარეობს მდინარე თირუმანიმუთარუს ნაპირებზე, ინდოეთის შტატ ტამილნადუში. სიდიდის მიხედვით, სალემი შტატის მეხუთე უდიდესი ურბანული აგლომერაციაა (ჩენაის, კოიამპუტურის, მადურაისა და ტირუჩირაპალის შემდეგ) და მესამე უდიდესი მეტროპოლიური რეგიონია (ჩენაისა და კოიამპუტურის მეტროპოლიური რეგიონების შემდეგ). ქალაქის ფართობი 124 კმ²-ია.[1] სალემის მთავარ პროდუქტებს შორისაა: ვერცხლის სამკაულები, საგო, მანგო, ლითონი და ტექსტილი.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
სალემი ინგლ. Salem ტამილ. சேலம் | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 11°39′00″ ჩ. გ. 78°10′00″ ა. გ. |
ფართობი | 102 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 278±1 მეტრი |
მოსახლეობა | 693 236 (2001) |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 427 |
საფოსტო ინდექსი | 636001 |
საავტომობილო კოდი | TN-27, TN-30 და TN-54 |
ოფიციალური საიტი | http://www.salemcorporation.com/ |
სალემის კოორდინატებია ჩრ. გ. 11.67° და აღ. გ. 78.14°.[2] საშუალო სიმაღლე 278 მეტრის ტოლია. ქლააქის გარშემორტყმულია მთებით: ჩრდილოეთიდან — ნაგარამალაით, სამხრეთიდან — ჯარუგუმალაით, დასავლეთიდან — კანჯამალაით, აღმოსავლეთიდან — გოდუმალაით, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — შევაროის მთებით. სალემის სამხრეთ-დასავლეთით კარიაპერუმალი მდებარეობს.[3] ქალაქი მდინარე თირუმანიმუთარუზეა გაშენებული, რომელიც სალემს ორ ნაწილად ჰყოფს.[4] ქალაქის უძველესი ნაწილი ფორტია.[5]
სალემი შევაროის მთების მთისწინეთებზეა გაშლილი. ქალაქში მდებარეობს ცნობილი სამთო სადგური იერკაუდი. ქალაქი ტირუჩირაპალიდან 140 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით, კოიამპუტურიდან 170 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბანგალორიდან 206 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩენაიდან დაახლოებით 340 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.
სალემის რაიონისთვის წყლის მთავარი რესურსი მეტურის კაშხალია.
კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, სალემი ტროპიკული სავანის კლიმატურ სარტყელშია (ტროპიკული კლიმატი ცივი ზამთრითა და წვიმიანი ზაფხულით, Aw) მოქცეული. იანვარი და თებერვალი მეტწილად რბილია. ცხელი ზაფხული მარტში იწყება. წელიწადის ყველაზე მაღალი ტემპერატურა აპრილში ფიქსირდება. წინამუსონური ჭექა-ქუხილი აპრლი-მაისში ხდება. სამხრეთ-დასავლეთის მუსონების სეზონი ივნისიდან სექტემბრამდე, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონი ოქტომბრიდან დეკემბრამდე გრძელდება.[6][7]
ჰავის მონაცემები — სალემი (ტამილნადუ) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 37.2 | 39.4 | 41.7 | 42.8 | 42.8 | 42.8 | 40.6 | 39.9 | 38.9 | 37.9 | 35.6 | 35.6 | 42.8 |
საშუალო მაღალი °C | 32.1 | 34.7 | 37.0 | 37.8 | 37.2 | 35.0 | 34.0 | 33.4 | 33.2 | 32.1 | 31.0 | 30.7 | 34.0 |
საშუალო დაბალი °C | 19.2 | 20.4 | 22.5 | 25.0 | 25.0 | 24.1 | 23.4 | 23.0 | 22.8 | 22.4 | 21.1 | 19.6 | 22.4 |
რეკორდულად დაბალი °C | 12.8 | 11.1 | 14.4 | 16.5 | 18.3 | 19.3 | 18.9 | 18.1 | 18.5 | 15.5 | 12.8 | 12.8 | 11.1 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 4.4 | 3.4 | 17.3 | 55.5 | 109.7 | 72.4 | 108.0 | 140.6 | 176.5 | 185.5 | 110.2 | 35.0 | 1 018,5 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 0.3 | 0.3 | 0.8 | 3.2 | 6.3 | 4.8 | 6.3 | 8.1 | 8.6 | 9.9 | 6.4 | 2.6 | 57.6 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) | 45 | 36 | 33 | 40 | 49 | 55 | 57 | 58 | 61 | 69 | 66 | 56 | 52 |
წყარო: India Meteorological Department[8][9] |
2011 წლის აღწერის მიხედვით, სალემის მოსახლეობა 826 267 ადამიანს შეადგენს. ყოველ 1 000 კაცზე 987 ქალი მოდის, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს (929) აღემატება. მოსახლეობის უმრავლესობა ტამილურ ენაზე საუბრობს. დევაიანგას თემი კანადაზე საუბრობს.[10] 79 067 ადამიანი 6 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება. მოსახლეობის წერა-კითხვის ცოდნის დონე 76.37%-ია, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს (72.99%) აღემატება. 2011 წლის რელიგიური აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 89.79%-ს ინდუიზმის მიმდევრები შეადგენენ, 7.48%-ს — მუსლიმები, 2.36%-ს — ქრისტიანები, 0.11%-ს — ჯაინისტები, 0.02%-ს — სიქები, 0.01%-ს — ბუდისტები, 0.2%-ს — სხვა რელიგიების მიმდევრები, ხოლო 0.02%- არარელიგიურია ან რომელიმე რელიგიას არ მიაკუთვნებს თავს.[11]
სალემი ამავე სახელის მქონე რაიონის ცენტრია. მუნიციპალიტეტად 1867 წელს გამოცხადდა და სპეციალური სტატუსის მქონე მუნიციპალიტეტის სტატუსი 1979 წელს მიენიჭა. 1994 წლის 1-ელ აპრილს სალემი მუნიციპალური კორპორაცია გახდა. სალემის მუნიციპალური კორპორაცია 72 ვარდად იყოფა.[12] ყოველი მათგანიდან მრჩეველს ირჩევენ.[13] მუნიციპალური კორპორაციის ფუნქციები ექვს განყოფილებაში იყოფა: ზოგადი ადმინისტრაცია და პერსონალი, ინჟინერია, შემოსავლები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ქალაქის დაგეგმარება და ინფორმაციული ტექნოლოგიები. ექვსივე განყოფილებას მუნიციპალური კომისარი მართავს.[14] საკანონმდებლო ძალაუფლება 60 წევრიანი საბჭოს ხელშია,[15] რომელსაც თავმჯდომარე და მისი მოადგილე ხელმძრვანელობენ.[16]
2008 წლისთვის სალემი სამ საარჩევნო ოლქს მოიცავს: ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ სალემს.[17] ქალაქი ტამილნადუს საკანონმდებლო ასამბლეაში ხუთი წლის ვადით 3 წევრს ირჩევს.[18]
სალემი ტექსტილის წარმოების ცენტრია ტამილნადუში. 1960-იანი წლებიდან სალემში საქსოვ დაზგაზე კერძოდ ნაქსოვი პროდუქციის წარმოება გაიზარდა. ქალაქში საგოს ბევრი ქარხანაა, სადაც სახამებელს ამზადებენ. სალემის რაიონში 34 000 ჰექტარი მიწა [[მანიოკი]ს მოსაყვანად გამოიყენება. 650 სამრეწველო ერთეული ტაპიოკას წარმოებაშია ჩართული. 1981 წელს საგოს მრეწველობის წასახალისებლად სალემის სახამებლისა და საგოს მრეწველთა მომსახურების სამრეწველო კოოპერატიული საზოგადოება ჩამოყალიბდა. საგოსა და სახამებელზე ეროვნული მოთხოვნის თითქმის 80% სწორედ ამ საზოგადოებაზე მოდის. სალემში ერთ ჰექტარზე დაახლოებით 25-30 ტონა მანიოკი მოდის, რაც მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებლია. საშუალო ეროვნული მაჩვენებელი 19 ტონაა ერთ ჰექტარზე, ხოლო საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი — 10 ტონა.[19]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.