From Wikipedia, the free encyclopedia
სალიჰა სებქათი სულთანი ( დ. 1680 — გ. 1739) — ოსმალეთის იმპერიის სულთნის, მუსტაფა II-ის ხარჭა. სულთან მაჰმუდ I-ის დედა. ჰასეკი სულთანი, მოგვიანებით კი ვალიდე სულთანი.
სალიჰა სებქათი სულთანი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Saliha Sebcati Sultan |
დაბადების სახელი | ალექსანდრა |
დაბადების თარიღი |
1680 სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
1739 სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე(ები) | მუსტაფა II |
შვილ(ებ)ი | მაჰმუდ I |
სალიჰა სულთანი დაიბადა სტამბოლში[1][2], თუმცა ის ბერძნული წარმოშობის იყო. 1696 წლის 2 აგვისტოს შეეძინა ოსმალეთის იმპერიის მომავალი სულთანი, შეჰზადე მაჰმუდი. 1730 წელს მაჰმუდი ოსმალეთის 24-ე სულთანი გახდა, ხოლო სალიჰამ კი ვალიდე სულთნის ტიტული დაიკავა. შვილის ოცდაოთხწლიანი მმართველობიდან მოხლოდ 8 წელი იცოცხლა. სალიჰა სებქათი სულთანი გარდაიცვალა 1739 წელს. დაკრძალულია თურჰან სულთნის სასაფლაოზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.