სალტჰოლმი
From Wikipedia, the free encyclopedia
სალტჰოლმი (დან. Saltholm) — დანიის კუნძული ერესუნის სრუტეში, დანიასა და შვედეთს შორის. მდებარეობს კუნძულ ამაგერის აღმოსავლეთით, ტორნბის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 7 კმ-ია, სიგანე 3, მთლიანი ფართობი კი 16 კმ², რის შედეგადაც იგი დანიის სიდიდით 21-ე კუნძულია. სალტჰოლმის ზედაპირი ძალიან ბრტყელია, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მხოლოდ 2 მეტრზე მდებარეობს, რის გამოც აღმოსავლეთის ქარების დროს ის ხშირად იტბორება.[1] გარშემორტყმულია თავთხელი წყლებით (სიღრმე 2 მეტრი). სამხრეთით მრავლადაა ბოლო გამყინვარების დროს ჩამოყალიბებული პატარა კუნძულები და კლდოვანი დეპოზიტები.[2]
სწრაფი ფაქტები მშობ. სახელი: Saltholm, გეოგრაფია ...
მშობ. სახელი: Saltholm | |
---|---|
![]() მდებარეობა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ერესუნის სრუტე |
კოორდინატები | 55°38′ ჩ. გ. 12°46′ ა. გ. |
ფართობი | 16 კმ² |
სიგრძე | 7 კმ |
სიგანე | 3 კმ |
![]() | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 5 (2008) |
დახურვა
კუნძულის ფლორაში ბალახი დომინირებს, ძალიან ცოტაა ხეები.