![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/be/Flag_of_Samarinda_City.png/640px-Flag_of_Samarinda_City.png&w=640&q=50)
სამარინდა
From Wikipedia, the free encyclopedia
სამარინდა ― ინდონეზიის პროვინციის, აღმოსავლეთ კალიმანტანის დედაქალაქი. მდებარეობს კუნძულ ბორნეოზე. ქალაქი მდინარე მაჰაკამის ნაპირებზეა გაშლილი. ფართობი 718 კმ²-ია. სამარინდა პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ კალიმანტანის ქალაქებს შორის ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით.[3] 2010 წლის აღწერის მიხედვით ქალაქის მოსახლეობა 727 500 ადამიანს შეადგენდა,[4] ხოლო 2020 წელს 827 994 ადამიანს გაუტოლდა. ამ მაჩვენებლით ქალაქი პირველ ადგილზეა კუნძულ ბორნეოს მასშტაბით.[5]
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
სამარინდა | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
შიდა დაყოფა | Loa Janan Ilir[1] , Palaran[1] , Samarinda Ilir[1] , Samarinda Kota[1] , Samarinda Seberang[1] , Samarinda Ulu[1] , North Samarinda[1] , Sambutan[1] , Sungai Kunjang[1] და Sungai Pinang[1] | ||||
კოორდინატები | 0°30′08″ ს. გ. 117°09′13″ ა. გ. | ||||
მმართველი | Andi Harun | ||||
დაარსდა | 21 იანვარი, 1668 | ||||
ფართობი | 783±1 კმ² | ||||
მოსახლეობა | 831 460 (2021)[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 0541 | ||||
საავტომობილო კოდი | KT | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.samarindakota.go.id/ | ||||
| |||||
სამარინდა აღმოსავლეთ კალიმანტანის უდიდესი ექსპორტიორი და მეხუთე უდიდესი იმპორტიორია. ქალაქში აღმოსავლეთ კალიმანტანის მასშტაბით ყველაზე მეტი ბანკი სათაო ოფისი მდებარეობს.
2021 წელს სამარინდის პორტი აღმოსავლეთ კალიმანტანის ყველაზე დატვირთული სამგზავრო პორტი იყო. 2019 წელს სამარინდის კონტეინერების პორტში 271 ათასი ოცფუტიანი ერთეული გადაზიდეს და ეს პორტიც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ კალიმანტანის საკონტეინერო პორტებს შორის.
სამარინდა ცნობილია ტრადიციული კერძით, რომელსაც ამპლანგი ჰქვია და სამოსით, რომელსაც „სარუნგ სამარიდას“ უწოდებენ. 2021 წლისთვის ქალაქში სამი მთავარი ხიდია, რომლებიც მდინარის სანაპიროებს აერთებს ერთმანეთთან: მაჰაკამის I და მეორე ხიდები და მაჰკოტის II ხიდი. ქალაქის ცენტრი მდინარის ერთ მხარესაა, ხოლო მეორე მხარეს სამარინდა-სებერანგი ეწოდება.