სამოელები
ეთნიკური ჯგუფი / From Wikipedia, the free encyclopedia
სამოელები — სამოის კუნძულების ადგილობრივი მოსახლეობა წყნარ ოკეანეში. საერთო რაოდენობა ნახევარ მილიონზე მეტია. წარმოშობით, ენითა და კულტურით განეკუთვნებიან დასავლეთ პოლინეზიელებს. რელიგიით უმეტესი ნაწილი პროტესტანტია, დანარჩენი ძირითადად კათოლიკეა. მთავარი საქმიანობაა ტროპიკული მიწათმოქმედება, თევზჭერა. განვითარებულ კაპიტალისტურ ურთიერთობასთან ერთად ინარჩუნებენ სასოფლო თემის, დიდი ოჯახისა და ბელადების არჩევით-მემკვიდრეობითი ინსტიტუტის ტრადიციულ ფორმებს.
სწრაფი ფაქტები სამოელები, საერთო მოსახლეობა ...
სამოელები | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
500 000–621 225 | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
სამოა | 194 320 |
აშშ | 184 440[1] |
ახალი ზელანდია | 131 103[2] |
ამერიკის სამოა | 55 519 |
ავსტრალია | 55 843[3] |
ენები | სამოური, ინგლისური |
რელიგიები |
|
დახურვა