From Wikipedia, the free encyclopedia
სამხედრო სადაზვერვო სააგენტო (სსს) ან დი-აი-ეი (ინგლ. Defense Intelligence Agency, DIA) — ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი სადაზვერვო სააგენტო, რომელიც ეხმარება ამერიკის პრეზიდენტს, თავდაცვის მინიტრს და სხვა მაღალი რანგის სამხედრო და საჯარო პირებს სახელმწიფო დონის სამხედრო უსაფრთხოების ამოცანების გადაწყვეტაში.[1] დი-აი-ეი-ს ევალება ყველა სახის საგარეო სამხედრო დაზვერვის მოპოვება, ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური, ინდუსტრიული, გეოგრაფიული და სამედიცინო დაზვერვის ჩათვლით.[2]
სამხედრო სადაზვერვო სააგენტო | |
Defense Intelligence Agency | |
ქვეყანა: | აშშ |
დაარსდა: | 1 ოქტომბერი, 1961 |
იურისდიქცია: | ეროვნული დაზვერვის დირექტორი |
შტაბ-ბინა: | ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, აშშ |
ბიუჯეტი: | გასაიდუმლოებულია. |
საშუალო რაოდენობა: | 16,500 |
ხელმძღვანელობა | |
ხელმძღვანელი: | მაიკლ ფლინი |
საიტი | |
www.dia.mil |
მიუხედავად იმისა, რომ დი-აი-ეი ფუნქციონირებს თავდაცვის სამინისტროს იურისდიქციის ქვეშ, მისი თანამშრომლების (მათი რიცხვია 16,500) უმრავლესობა (65%) სამოქალაქო პირია, რომელთა საიდუმლო მისიები და ანალიტიკური საქმიანობა სცილდება საომარ ზონებს და მოიცავს პლანეტის თითქმის ყველა კუთხეს. დი-აი-ეი-ს აქვს საკუთარი საიდუმლო სამსახური[3], რომელიც დაკავებულია საერთაშორისო შპიონაჟით მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში სადაც ამერიკის სამხედრო ძალებს უფრო მიუწვდებათ ხელი ვიდრე გადატვირთულ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს.[4]
დი-აი-ეი ერთ-ერთია იმ ამერიკული სადაზვერვო სააგენტოთაგან, რომლებიც უფლებამოსილნი არიან აწარმოონ საგარეო დაზვერვა ტრადიციული და ყველასათვის ცნობილი HUMINT-ის საშუალებით, ესე იგი ადამიანების აგენტებად გაგზავნით. (ამერიკის 16 სადაზვერვო ორგანიზაციიდან, ასეთი მხოლოდ რამოდენიმეა, მაგალითად ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. სხვები კი, მაგალითად ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, შპიონაჟს აწარმოებენ სიგნალების დაზვერვის მეშვეობით, როგორიცაა სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენა, იმეილების წაკითხვა, კოდების გაშიფრვა, და რადარის და სამხედრო აპარატურის სიგნალების მოსმენა). შესაბამისად, დი-აი-ეი თავისი ისტორიის მანძილზე მრავალჯერ იყო გარეული ჯაშუშურ სკანდალებში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.