სამხრეთის გარდამავალი საბჭო
From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთის გარდამავალი საბჭო (არაბ. المجلس الانتقالي الجنوبي) — იემენის რესპუბლიკის სეპარატისტული სამთავრობო ორგანო, რომელიც შეიქმნა 2017 წელს სამხრეთის მოძრაობის მიერ იემენში სამოქალაქო ომის დროს.
სამხრეთის გარდამავალი საბჭო | |
---|---|
არაბ. المجلس الانتقالي الجنوبي | |
ორგანიზაციის ლოგო | |
სამხრეთ იემენის დროშა | |
შეიქმნა |
4 აპრილი 2017(გამოცხადება) 11 მაისი 2017 (ფორმირება) |
ტიპი | სეპარატისული ორგანიზაცია. გარდამავალი მთავრობის ხელისუფლება |
შტაბ-ბინა | ადენი იემენი |
აიდარუს ალ-ზუბაიდი | |
ქვეყანა | იემენი |
http://stcaden.com |
2017 წლის 4 აპრილს შექმნილი საბჭო შედგება 26 წევრისაგან, რომელსაც ხელმძღვანელობენ აიდარუს ალ-ზუბაიდი (პრეზიდენტი) და ჰანი ბინ ბრეიკა (ვიცე-პრეზიდენტი). სამხრეთის გარდამავალი საბჭო მართავს სამხრეთ იემენის ტერიტორიის დიდ ნაწილს. სამხრეთის გარდამავალი საბჭოს ზოგიერთი წევრი იყო დალის, შაბვას, ჰადრამაუტის, ლაჰჯის, სოკოტრასა და ელ-მაჰრის პროვინციების გუბერნატორი.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სამხრეთის გარდამავალი საბჭო და იემენის აღიარებული მთავრობა მოქმედებდნენ, როგორც მოკავშირეები შიიტური ჰუსიტური მოძრაობა „ანსარ ალაჰის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც გამწვავდა 2015 წელს იემენში არაბული კოალიციის ძალების შეყვანით საუდის არაბეთის მეთაურობით. მნიშვნელოვანი განსხვავება სამხრეთის გარდამავალი საბჭოსა და ჰადის მთავრობას შორის სამხედრო კონფლიქტის განმავლობაში მდგომარეობდა იმაში, რომ ცენტრალური მთავრობა იყო საუდის არაბეთის ხელმძღვანელობის საყრდენი, ხოლო სამხრეთის გარდამავალი საბჭო — კოალიციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წევრის — არაბეთის გაერთიანებული საამიროების. თუმცა, მოგვიანებით კონფლიქტი წარმოიშვა სამხრეთის გარდამავალი საბჭოსა და იემენის მთავრობას შორის. 2019 წელს სეპარატისტებმა დაიპყრეს ადენი, ცდილობდნენ რა ჰადის პოზიციები შეესუსტებინთ სამხრეთში. ამან არა მხოლოდ ანტიჰუსიტური კოალიციის დაშლას დაუდო დასაბამი, არამედ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთს შორის ინტერესთა შეჯახებაც კი გამოიწვია. საუდელებმა მათ შორის მოლაპარაკებები წამოიწყეს, რაც 2019 წლის ნოემბერში ერ-რიადში სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა.[1]