From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთი ინილჩექი (ყირგ. Түштүк Эңилчек) — დენდრიტულ-ხეობური ტიპის მყინვარი ცენტრალურ აზიაში, ტიან-შანში, ყირგიზეთში. მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძესი და ტიან-შანის უდიდესი მყინვარია. სიგრძე 60,5 კმ, ფართობი 567,2 კმ². იწყება ვეებერთელა ფირნული ცირკისმაგვარი აუზიდან 7440 მ სიმაღლეზე. ფირნის ხაზი გადის 4580 მ სიმაღლეზე. მდებარეობს ისიქ-ქოლის ტბის აღმოსავლეთით, ხან-თენგრის მასივში, მდინარე ინილჩექის სათავეებში. იერთებს დაახლოებით 80-მდე მყინვარ-შენაკადს.[1] სამხრეთ დაბოლოებაზე არის მკვდარი ყინულის მონაკვეთი. მყინვარ ჩრდილოეთ ინილჩექიდან გამოყოფილია მაღალმთიანი ქედით. თითქმის 43 კმ სიგრძის მყინვარის ენის ბოლო მდებარეობს ზღვის დონიდან 2800 მ სიმაღლეზე. უმეტესად აქვს ჩრდილოეთური მიმართულება, შემდეგ მკვეთრად უხვევს დასავლეთისაკენ. ყინულის სისქე ადგილ-ადგილ 150–200 მ-ია. ენის ბოლო 14 კმ-იანი მონაკვეთი დაფარულია მორენით.[2]
კოორდინატები: 42°07′41″ ჩ. გ. 79°57′50″ ა. გ. | |
ქვეყანა | ყირგიზეთი |
ქედი | ტიან-შანი |
ფართობი | 567,2 კმ² |
სიგრძე | 60,5 კმ |
სისქე | 150–200 მ |
ტიპი | დენდრიტულ-ხეობური |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.