სამხრეთ სუდანის დემოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
2011 წლის მონაცემებით სამხრეთ სუდანში ცხოვრობს 11 მილიონზე მეტი ადამიანი, რომლებიც წარმოადგენენ დაახლოებით 60 ეთნიკურ ჯგუფს და იყოფიან დაახლოებით 80 ლინგვისტურ ჯგუფად. ეთნიკურ ჯგუფების უმეტესობას შორის არ არის პოპულარული დასავლუი ინსტიტუტები და პრობლემის მოგვარება ხდება უხუცესების დახმარებით, უმეტესობისთვის სიმდიდრის მთავარ განმსაზღვრელ პირობას წარმოადგენს მსხვილფეხა საქონლის რაოდენობა და გამოიყენება პატარძლის გამოსასყიდად.
სამხრეთი სუდანის ტომების უმეტესობა არიან აფრიკული მემკვიდრეობის მქონე, რომლებიც მისდევენ ქრისტიანობას ან ადგილობრივი რელიგიებთან შერევის შედეგად წარმოქმნილ სინკრეტიზმს. აფრიკული მემკვიდრეობის მქონე ტომებიში არიან ისლამის მიმდევარი კლანებიც. რეგიონში უმცირესობაში არსებობენ არაბული მემკვიდრეობის მქონე ტომებიც, რომლებიც ისლამს აღიარებენ. არაბული მემკვიდრეობის რამდენიმე ტომის კლანი ასევე არის ქრისტიანიც.
ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ლიგვისტურად უფრო მრავალფეროვანია. მოსახლეობის უმეტესობა წარმოადგენს დინკას (მოსახლეობის 35.8%, ცხოვრობენ ძირითადად ბაჰრ-ელ-გაზალში) ხალხს ან ნუერის (მოსახლეობის 15.6%, ცხოვრობენ ძირითადად ზემო ნილოსის რეგიონში). ორივე ტომი საუბრობს ნილო–საჰარულ ენებზე და ერთმანეთთან ლინგვისტურად ახლოს არიან. დინკა სამხრეთ სუდანში წარმოადგენს სტანდართულ ენას.