სანტა-მარია-ლა-მაიორი
From Wikipedia, the free encyclopedia
სანტა-მარია-ლა-მაიორი (ესპ. Misión jesuítica de Santa María la Mayor) – იეზუიტების მისია არგენტინაში მისიონესის პროვინციაში. დაარსდა XVII საუკუნეში (1626) ესპანელების მიერ ამერიკის კოლონიზაციის პერიოდში. 1744 წელს მისი მოსახლეობა სეადგენდა 993 კაცს. იგი იმ 30 მისიიდან ერთ-ერთია, რომლებიც დააარსეს იეზუიტებმა არგენტინაში, ბრაზილიასა და პარაგვაიში.
სწრაფი ფაქტები სანტა-მარია-ლა-მაიორი*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
სანტა-მარია-ლა-მაიორი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | არგენტინა |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iv |
სია | |
რეგიონი** | სამხრეთი ამერიკა |
კოორდინატები | 27°33′00″ ს. გ. 55°34′00″ დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1984 (მე-8 სესია) |
ნომერი | 275-291 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
1984 წელს, კიდევ ოთხ, არგენტინასა და ბრაზილიაში მდებარე მისიასთან ერთად შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.