სან-ვისენტეს დეპარტამენტი
From Wikipedia, the free encyclopedia
სან-ვისენტე (ესპ. San Vicente) — სალვადორის ერთ-ერთი ადმინისტრაციული დეპარტამენტი, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. დედაქალაქია სან-ვისენტე. შედგება 13 მუნიციპალიტეტისგან.
სწრაფი ფაქტები დეპარტამენტი, ქვეყანა ...
დეპარტამენტი | |||||
---|---|---|---|---|---|
სან-ვისენტეს დეპარტამენტი Departamento de San Vicente | |||||
| |||||
ქვეყანა | სალვადორი | ||||
ადმ. ცენტრი | San Vicente | ||||
კოორდინატები | 13°39′00″ ჩ. გ. 88°47′00″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 1824 | ||||
ფართობი | 1 184 კმ² | ||||
მოსახლეობა | 230 205 კაცი (2006) | ||||
სიმჭიდროვე | 194,43 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC−6 | ||||
დახურვა
დეპარტამენტის ფართობი 1 184 კმ²-ია, მოსახლეობა — 230 205 ადამიანი (2006 წ). შეიქმნა 1824 წლის 12 ივნისს. ცენტრალური ამერიკის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობისას (1834—1840), სან-ვისენტე სალვადორის დედაქალაქი იყო.
დეპარტამენტის ტერიტორიაზე მდებარეობს სანაპირო მასივის ერთ-ერთი ულამაზესი ვულკანი სან-ვისენტე (ადგილობრივი სახელი ჩიჩონტეპეკი), რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 2 173 მეტრია.