სან-მიგელ-დე-ალიენდე
From Wikipedia, the free encyclopedia
სან-მიგელ-დე-ალიენდე (ესპ. San Miguel de Allende) — ალიენდეს მუნიციპალიტეტის ცენტრი მექსიკაში, გუანახუატოს შტატში. ქალაქი დაარსდა 1542 წელს ფრანცისკანელი ბერის ხუან დე სან-მიგელის მიერ. შემდგომში ქალაქი მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებდა მექსიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
სწრაფი ფაქტები თავდაცვითი ქალაქი სან-მიგელ-დე-ალიენდე და ატოტონილკოს იესო ნაზარეველის ტაძარი*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
თავდაცვითი ქალაქი სან-მიგელ-დე-ალიენდე და ატოტონილკოს იესო ნაზარეველის ტაძარი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | მექსიკა |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv |
სია | |
რეგიონი** | ლათინური ამერიკა |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2008 (32-ე სესია) |
ნომერი | 1274 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
2005 წლის აღწერის მონაცემებით, სან-მიგელში 139 297 ადამიანი ცხოვრობდა. დღეისათვის ქალაქი მექსიკის მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. 2008 წელს, იგი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.