საპორო
From Wikipedia, the free encyclopedia
საპორო (იაპონ. 札幌市) — იაპონიის სიდიდით მეხუთე ქალაქი და ჰოკაიდოს პრეფექტურის დედაქალაქი.
1972 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საპოროში ჩატარდა. ის 3 თებერვალს გაიხსნა და იყო პირველი ზამთრის ოლიმპიადა, რომელიც აზიის ქვეყანაში ჩატარდა. საპორო ასევე მასპინძლობს ყოველწლიურ თოვლის ფესტივალს, რომელიც ასევე თებერვალში ტარდება, და განთქმულია ყინულის სკულპტურების კონკურსით.
იაპონიაში საპორო განთქმულია, როგორც ლუდი საპოროსა და მისოთი გაჯერებული მაკარონის ბულიონი "რამენის" სამშობლო. ქალაქის გასართობი უბანი სასაკინო იაპონიაში უდიდესი და ყველაზე განთქმულია.