საროსკიპო
From Wikipedia, the free encyclopedia
საროსკიპო ან ბორდელი — დაწესებულება, სადაც პროსტიტუციული მომსახურება ხორციელდება.
ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ბორდელის არსებობა უკანონოდ ითვლება და სუტინიორების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იღვძრება, რაც არ ნიშნავს მათ არ არსებობას. სამაგიეროდ ქვეყანათა მთელ რიგში საროსკიპოებს ოფიციალური სტატუსი აქვს.
საროსკიპოები ორ ათას წელზე მეტია არსებობენ. 1862 წ. პომპეის გათხრებისას იყო აღმოჩენილი ძველ რომაული ლუნაპარი (ითარგმნება ლათ. lupa — ძუ მგელი, ხალხში ძუკნა > როსკიპი). 2006 წელს ამონათხარს გაუკეთეს რესტავრაცია და იგი მუზეუმად იქცა.[1]
XVII-XX სს. ბევრ პრესტიჟულ დაწესებულებას ჰქონდა თავისი ბორდელი. ზუსტად ამიტომ გახდა საქვეყნოდ ცნობილი კაბარე მულენ რუჟი.