საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატები
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატები — საქართველოს პარლამენტის წევრები 2020 წლიდან.
მეათე მოწვევა შედგება 150 დეპუტატისაგან. 29 ივნისის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40,54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებდა, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებდა.[1]
საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. „ქართულმა ოცნებამ“ 60 პროპორციული და 30 (ყველა) მაჟორიტარული მანდატი მიიღო და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა.[2] ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს. ისინი ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.[3]