საქართველო (ენციკლოპედია)
ქართული ენციკლოპედია / From Wikipedia, the free encyclopedia
ენციკლოპედია საქართველო — ქართული მრავალტომეული სამეცნიერულო გამოცემა, რომელიც მიზნად ისახავს სრულიად მიაწოდოს მკითხველს ინფორმაცია საქართველოსა და ქართველებზე, აგრეთვე საქართველოსა და ქართველებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე, ფაქტსა თუ პიროვნებაზე. „საქართველო“ ანბანური წესით აგებული ენციკლოპედიაა. იგი აშუქებს ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს. ეს უმდიდრესი მასალა განხილულია საერთო ისტორიულ-კულტურული პროცესის კონტექსტში: ისტორიული წარსულის, თანამედროვეობისა და გეოპოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებით საქართველო და ქართველი ერი წარმოჩენილია მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საქართველო (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები „ენციკლოპედია საქართველო“, ქვეყანა ...
„ენციკლოპედია საქართველო“ | |
---|---|
ენციკლოპედია „საქართველოს“ პირველი ტომი | |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
გამომცემელი | ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია |
გამოცემის თარიღი | 1997 |
დახურვა