საქსონიური დინასტია
From Wikipedia, the free encyclopedia
საქსონიური დინასტია — გერმანელ მეფეთა (919-1024) და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორთა (962 წლიდან) დინასტია. მისი ფუძემდებელია ჰაინრიხ I ფრინველმჭერი (მეფე 919-936). მისი მემკვიდრეები იყვნენ: ოტო I (მეფე 936-961, იმპერატორი 962-973), ოტო II (მეფე 961-983), იმპერატორი 973-983), ოტო III (მეფე 983-1002, იმპერატორი 996-1002). ოტო III-ის გარდაცვალების შემდეგ საქსონიური დინასტიის პირდაპირი შტო შეწყდა. მეფე გახდა საქონიური დინასტიის გვერდითი შტოს წარმომადგენელი, ბავარიის ჰერცოგი ჰაინრიხ II (მეფე 1002-1024), იმპერატორი 1014-1024). საქსონიური დინასტია ფრანკონიულმა დინასტიამ შეცვალა.