საჭადრაკო ოლიმპიადა 2008
From Wikipedia, the free encyclopedia
13 - 25 ნოემბერი 2008 დრეზდენი, გერმანია
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 2008}} |
დრეზდენში ქულათა ჩათვლის სისტემა შეიცვალა. ახლა ითვლიდნენ მხოლოდ გუნდურ ქულებს (მოგება - 2 ქულა, ფრე - 1 და წაგება - 0). კიდევ ერთი სიახლე იყო ის, რომ გუნდების შემადგენლობა შემცირდა ერთი სათადარიგო დაფით. თავად ბრძოლა საინტერესო გამოვიდა. სომხებმა ჩემპიონობა შეინარჩუნეს, თუმცა ტურნირის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე ისრაელის ნაკრები ლიდერობდა. რუსები კვლავ სამეულს მიღმა დარჩნენ. ქართველებმა V-XI ადგილები გაიყვეს და კოეფიციენტების წყალობით მეთერთმეტე ადგილზე აღმოჩნდნენ.
დრეზდენში შეცვალეს დაფებზე გამარჯვებულთა გამოვლენის წესიც. თუ ადრე გამარჯვებული საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლით ვლინდებოდა (რაც სუსტი გუნდების ლიდერებს დაფის მოგების კარგ საშუალებს აძლევდა და ფაქტობრივად დაფებს ძლიერი გუნდების მოჭადრაკეები ვერ იგებდნენ), ახლა დაფებზე გამარჯვებული საუკეთესო პერფორმანსით ხდებოდა. სიახლემ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა: ყველა დაფაზე გამარჯვებულიც და პრიზიორებიც საჭადრაკო ქვეყნებიდან იყვნენ.