სეკეშფეჰერვარი
From Wikipedia, the free encyclopedia
სეკეშფეჰერვარი (უნგრ. Székesfehérvár) — ქალაქი ცენტრალურ უნგრეთში, ქვეყნის სისიდით მეცხრე ქალაქი. მდებარეობს ბუდაპეშტიდან 65 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით. 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 101 943 ადამიანს შეადგენდა. წარმოადგენს ფეიერის მედიეს ადმინისტრაციულ ცენტრსა და დუნაისგადაღმა ცენტრალური რეგიონის ცენტრს. შუა საუკუნეებში, სეკეშფეჰერვარი სამეფო-სარეზიდენციო და უნგრეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო. სეკეშფეჰერვარის ბაზილიკაში მოხდა 37 მეფისა და 39 დედოფლის კორონაცია, 15 მმართველი აქვეა დაკრძალული, აქ ასევე ინახებოდა სამეფო გვირგვინები.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სეკეშფეჰერვარი Székesfehérvár | |||||
| |||||
ქვეყანა | უნგრეთი | ||||
მედიე (უნგრეთი)|უნგრეთის მდეიები|მედიე | ფეიერიფეიერი | ||||
კოორდინატები | 47°11′44″ ჩ. გ. 18°24′32″ ა. გ. | ||||
მერი | András Cser-Palkovics | ||||
პირველი ხსენება | 972 | ||||
ფართობი | 170,89 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 118±1 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | უნგრული ენა | ||||
მოსახლეობა | 101 943 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 593,74 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | (+36) 22 | ||||
საფოსტო ინდექსი | 8000 | ||||
ოფიციალური საიტი | szekesfehervar.hu | ||||
დახურვა
რომის იმპერიის პერიოდში, სეკეშფეჰერვარის ადგილას დასახლება უკვე არსებობდა, თუმცა ქალაქი დაარსდა 972 წელს.