სენ-რემის სააბატო
From Wikipedia, the free encyclopedia
სენ-რემის სააბატო — სააბატო საფრანგეთის ქალაქ რეიმსში, დაარსდა VI საუკუნეში. 1099 წლიდან, აქ ინახება რეიმსის ეპისკოპოსის, წმინდა რემის ნაწილები (გარდაიცვალა 553 წ.), რომელმაც 496 წელს ფრანკთა მეფე ხლოდვიგ I ქრისტიანად მონათლა, მას შემდეგ, რაც მან ტოლბიაკეს ბრძოლაში ალემანები დაამარცხა.
სწრაფი ფაქტები რეიმსის საკათედრო ტაძარი, სენ-რემის ყოფილი სააბატოს და ტოს სასახლე*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
რეიმსის საკათედრო ტაძარი, სენ-რემის ყოფილი სააბატოს და ტოს სასახლე* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, vi |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 49°14′35″ ჩ. გ. 4°02′31″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1991 (მე-15 სესია) |
ნომერი | 601 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
თანამედროვე ბაზილიკა, ერთ დროს სააბატოს მთავარი ტაძარი იყო. 1049 წელს ის რომის პაპმა ლეო IX-მ აკურთხა. ბაზილიკის რომანული არქიტექტურული სტილის ნეფი და ტრანსეპტი XI საუკუნისაა და უძველესია, სამხრეთი ფასადი კი შედარებით გვიანი პერიოდისაა.
1991 წელს, რეიმსის კათედრალსა და ტოს სასახლესთან ერთად, იუნესკომ ბაზილიკა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.