სვეტლანა სავიცკაია
From Wikipedia, the free encyclopedia
სვეტლანა ევგენის ასული სავიცკაია (რუს. Светла́на Евге́ньевна Сави́цкая; დ. 8 აგვისტო, 1948, მოსკოვი) — საბჭოთა კოსმონავტი, გამომცდელი მფრინავი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, სსრკ საჰაერო ძალების მაიორი. მსოფლიოში მეორე კოსმონავტი ქალი ვალენტინა ტერეშკოვას შემდეგ და მსოფლიოში პირველი ქალი-ასტრონავტი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა.
სვეტლანა სავიცკაია | |
---|---|
რუს. Светла́на Евге́ньевна Сави́цкая | |
დაბადების თარიღი |
8 აგვისტო, 1948 (1948-08-08) (75 წლის) მოსკოვი |
პარტია | სკკპ/რფკპ |
მშობლები |
მამა: ევგენი სავიცკი დედა: ლიდია სავიცკაია |
ხელმოწერა |
საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (1982, 1984). სსრკ მფრინავი-კოსმონავტი (1982). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1970). სკკპ/რფკპ წევრი 1975 წლიდან.
სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1989-1991 წწ). რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების II, III, IV, V, VI, VII, VIII მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან (1995 წლის 17 დეკემბრიდან).
ერთადერთი ქალი, რომელიც ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის გმირი.[1]
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, იგი დაექვემდებარა ევროკავშირის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და მრავალი სხვა ქვეყნის საერთაშორისო სანქციებს.