![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a3/Death_Penalty_laws_in_Europe.svg/langka-640px-Death_Penalty_laws_in_Europe.svg.png&w=640&q=50)
სიკვდილით დასჯა ბელარუსში
From Wikipedia, the free encyclopedia
სიკვდილით დასჯა ბელარუსში — იურიდიული სასჯელი ბელარუსში. 2018 წლის განმავლობაში ქვეყანაში სიკვდილით მინიმუმ ოთხი ადამიანი დასაჯეს.[1]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a3/Death_Penalty_laws_in_Europe.svg/640px-Death_Penalty_laws_in_Europe.svg.png)
სიკვდილით დასჯა ქვეყნის იურიდიული სისტემის ნაწილია 1991 წლის 26 დეკემბრიდან, საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მოქმედი ეროვნული კონსტიტუცია აწესებს ამ სასჯელს „მძიმე დანაშაულებისათვის“. მოგვიანებით კანონში განისაზღვრა კონკრეტული დანაშაულები, რომლის გამოც შესაძლებელია პიროვნების სიკვდილით დასჯა. სიკვდილით დასჯა შეიძლება დაწესდეს დანაშაულისთვის, რომელიც ხდება სახელმწიფოს წინააღმდეგ ან ინდივიდების მიმართ. რამდენიმე არაძალადობრივი დანაშაული ასევე შეიძლება ისჯებოდეს სიკვდილით. 2021 წლის მონაცემებით, ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ადამიანებს სიკვდილით ისევ სჯიან.[2]
ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ, ბელარუსის მთავრობამ ნაბიჯები გადადგა, რომ შეცვლილიყო სიკვდილით დასჯის მისჯისა და განხორციელების წესი. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მაგალითად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ამ სასჯელის აღსრულების წესი ბელარუსში მწვავედ გააკრიტიკა.სიკვდილით დასჯის არსებობა არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბელარუსი ევროპის საბჭოს წევრი არაა.[3]