სიუჩანგი
From Wikipedia, the free encyclopedia
სიუჩანგი (გამარტივებული ჩინური: 许昌, ტრადიციული ნიშნები: 許昌, ფინინი: Xǔchāng) — საოლქო დონის ქალაქი ხენანის პროვინციის ცენტრალურ ნაწილში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. მას ესაზღვრება: პროვინციული დედაქალაქი, ჭენჭოუ ჩრდილო-დასავლეთით; კაიფინი ჩრდილო-აღმოსავლეთით; ჭოუქოუ აღმოსავლეთით; ლუოხე სამხრეთ-აღმოსავლეთით და ფინგტინგშანი სამხრეთ-დასავლეთით.
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
სიუჩანგი 许昌市 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | ხენანიხენანი |
შიდა დაყოფა | Weidu District, Jian'an District, Yanling County, Xiangcheng County, Henan, Yuzhou და Changge |
კოორდინატები | 34°02′13″ ჩ. გ. 113°51′07″ ა. გ. |
ფართობი | 4,978.36[1] კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 71 მეტრი |
მოსახლეობა | 4,379,998[2] კაცი (2020) |
სიმჭიდროვე | 880 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 374 |
საფოსტო ინდექსი | 461000 |
საავტომობილო კოდი | 豫K |
ოფიციალური საიტი | xuchang.gov.cn |
2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობამ 4 307 488 ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 1 952 666 კაცი საოლქო დონის ქალაქის ურბანულ ნაწილში (მეტრო აერეალი) ცხოვრობდა. ურბანული ნაწილი რაიონებისაგან, უეიტუსა და ძიანანისაგან და ჩანგკეს დასახლებული პუნქტისაგან შედგება.[3] 2007 წელს, ქალაქი ჩინეთის ათ საუკეთესო დასახლებულ პუნქტს შორის დასახლედა ცხოვრების დონის მიხედვით. ეს სტატისტიკა ჩინური ქალაქების ბრენდული ღირებულების მოხსენებაში აისახა, რომელიც 2007 წლის ბეიჯინგის ჩინეთის ქალაქების სამიტზე იყო წარდგენილი.[4]