სომხეთის ბუნების ძეგლები
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთის ბუნების ძეგლების სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ სიაში შედის 230 ბუნების ძეგლი.
„განსაკუთრებულად დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონის (1991 წ.) მიხედვით სომხეთში ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს ძეგლებს, რომლებსაც აქვთ დაცული ტერიტორიების სტატუსი და წარმოადგენენ ბუნების ობიექტებს, ასევე გამოირჩევიან სამეცნიერო და ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობით.
ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა გენეტიკური, ასაკობრივი, მორფოლოგიური და სხვა ნიშნებით განსხვავებული ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებრივი ძეგლები. მათგან უდიდეს ნაწილს აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა და ითვლება საერთაშორისო ეტალონად.
მდინარე აზატის, არფისა და რაზდანის ხეობაში გვხვდება უახლესი ვულკანური წარმონაქმნები, გეღამისა და ვარდენისის ქედებზე გვხვდება იშვიათი რელიეფური წარმონაქმნები, ასევე აღსანიშნავია მთის ტბები, მინერალური და მტკნარი წყაროები[1].