სომხური სამოციქულო ეკლესია
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხური სამოციქულო ეკლესია (სომხ. Հայաստանյայց Առաքելական Սուրբ Եկեղեցի; სრული დასახელება „სომეხთა წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია“) — ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული კონფესია მსოფლიოში, რომელიც არსებითად განსხვავდება კათოლიციზმისა და მართლმადიდებლობისგან. სომხური ეკლესიის სრული სახელწოდებაა „სომეხთა წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია“. სამოციქულო ეკლესია მას ეწოდება იმიტომ, რომ სომხეთში ქრისტიანობა იქადაგეს და იქვე მოწამეობრივად აღესრულნენ მოციქულები ბართლომე და თადეოსი. სომხური და არა სომხეთის მას ეწოდება, რადგან მისი ეპარქიები ყველა კონტინენტზეა განთავსებული და არა მხოლოდ სომხეთში, ხოლო მართლმადიდებელს ის საკუთარ თავს უწოდებს, რადგან ყველა რელიგია სიმართლის მადიდებლად მიიჩნევს თავს. მისი აღმსარებლობა წარმოადგენს სომეხი ხალხის ეროვნულ სარწმუნოებას და არის მათი ეროვნული იდენტობის ნაწილი.
სომხური მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია Հայաստանյայց Առաքելական Սուրբ Եկեղեցի | |
ივანე აივაზოვსკის სურათი ”გრიგოლ ლუსავერინჩ” | |
დამაარსებელი | ბართლომე მოციქული და გრიგოლ განმანათლებელი |
დაარსება | 313 წელი |
ავტოკეფალია | 368 წელი |
წინამძღვარი | მისი უწმიდესობა გარეგინ II |
რეზიდენცია | ეჩმიაძინის მონასტერი |
ტერიტორია | სომხეთი, ევროპა, აზია, ახლო აღმოსავლეთი, ამერიკა, ავსტრალია |
ენა | სომხური |
მრევლი | 9 მილიონამდე |
ოფიციალური საიტი | www.armenianchurch.org |
სომხური ეკლესია დაარსდა გრიგოლ განმანათლებლის მოღვაწეობის შედეგად IV საუკუნის დასაწყისში. დოგმატურად ეფუძნება პირველი სამი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებს და კირილე ალექსანდრიელის ქრისტოლოგიას. ეკლესია თავს არ მიაკუთვნებს მონოფიზიტობას. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გამოეყო 551-554 წლებში, რაც საბოლოოდ გაფორმდა 726 წელს მანასკერტის კრებაზე. სომხეთის რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ, იმპერიის ხელისუფლებამ 1836 წლის კანონით ეკლესიას უწოდა სომხურ-გრიგორიანული, რადგან სომხეთში ქრისტიანობის გამავრცელებელი გრიგოლ განმანათლებელი იყო. ეს კანონი 1917 წელს გაუქმდა, თუმცა სიტყვა „გრიგორიანული“ დარჩა, როგორც სომხური ეკლესიის აღმნიშვნელი არაოფიციალური ტერმინი.