სონორას უდაბნო
From Wikipedia, the free encyclopedia
სონორას უდაბნო — უდაბნო ჩრდილოეთ ამერიკაში, აშშ-მექსიკის საზღვარზე. მოიცავს აშშ-ის არიზონასა და კალიფორნიის და მექსიკის სონორას, ქვემო კალიფორნიისა და სამხრეთ ქვემო კალიფორნიის დიდ ნაწილებს. უდაბნოს ფართობი 311 000 კმ²-ია და ჩრდილოეთ ამერიკის უცხელეს უდაბნოს წარმოადგენს. აქ გვხვდება რამდენიმე სახეობის უნიკალური ცხოველი და ფრინველი, მათ შორის კაქტუსი კარნეგია.
სონორას სუბ-რეგიონებს წარმოადგენს კოლორადოს, იუმასა და იუჰას უდაბნოები.
უდაბნოში გავრცელებულია ძუძუმწოვართა 60 სახეობა, ფრინველთა 350 სახეობა, ამფიბიების 20 და რეპტილიების 100 სახეობა, ასევე ადგილობრივ მცენარეთა 2000 სახოება.[1]
სონორას უდაბნოში ამჟამად სახლობს ადგილობრივ ინდიელთა 17 ხალხი.