From Wikipedia, the free encyclopedia
სოჟი (რუს. , ბელარ. და უკრ. Сож) — მდინარე რუსეთში, ბელარუსსა და უკრაინაში; დნეპრის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 648 კმ, აუზის ფართობი 42,1 ათ. კმ². სათავეს იღებს სმოლენსკ-მოსკოვის მაღლობზე, მიედინება ვაკეზე, ქვემო წელი მდებარეობს პოლესიეს დაბლობზე. ხეობა ფართოა, ქალაქ გომელიდან (ბელარუსი) შესართავამდე ფართო (10 კმ-მდე) დაჭაობებული ჭალაა. იკვებება შერეულად, ჭარბობს თოვლის წყლები. ქვემო წელზე წყლის საშუალო წლიური ხარჯია 219 მ³/წმ. გაყინულია ნოემბრიდან – იანვრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე – აპრილამდე. მთავარი შენაკადებია: პრონია (მარჯვენა), ოსტიორი, ბესედი, იპუტი (მარცხენა). ზემო წელზე დარაბულია. სანაოსნოა შესართავიდან 373 კმ-ზე. მდინარეზეა ქალაქები (დინების მიმართულებით): კრიჩევი, ჩერიკოვი, სლავგოროდი, გომელი (ყველა ბელარუსში).[1]
სოჟი Сож | |
---|---|
მდინარე ქალაქ გომელთან | |
ქვეყანა |
რუსეთი ბელარუსი უკრაინა |
ტერიტორიული ერთეულები |
ჩერნიგოვის ოლქი |
ქალაქები | კრიჩევი, ჩერიკოვი, სლავგოროდი, გომელი |
სათავე | 54°41′21″ ჩ. გ. 31°57′57″ ა. გ. |
შესართავი |
დნეპრი 51°56′50″ ჩ. გ. 30°48′24″ ა. გ. |
სიგრძე | 648 კმ |
აუზის ფართობი | 42,1 ათ. კმ² |
მდინარის სისტემა | დნეპრი → შავი ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 219 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
სოჟი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.