სორაია ისფანდიარი ბაჰთიარი
From Wikipedia, the free encyclopedia
სორაია ისფანდიარი ბაჰთიარი (სპარს. ثریا اسفندیاری بختیاری; დ. 22 ივნისი, 1932, ისპაანი, ირანი — გ. 26 ოქტომბერი, 2001, პარიზი, საფრანგეთი) — ირანელი მსახიობი და ირანის დედოფალი 1951-1958 წლებში როგორც შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის მეორე ცოლი.
სორაია ისფანდიარი ბაჰთიარი | |
---|---|
ირანის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 12 თებერვალი, 1951 |
მმართ. დასასრული: | 15 მარტი, 1958 |
წინამორბედი: | ფავზია ფუად ეგვიპტელი |
მემკვიდრე: | ფარაჰ ფეჰლევი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 ივნისი, 1932 |
დაბ. ადგილი: | ისპაანი, ირანი |
გარდ. თარიღი: | 26 ოქტომბერი, 2001, (69 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
დაკრძ. ადგილი: | მიუნხენი, გერმანია |
მეუღლე: |
მოჰამედ რეზა ფეჰლევი (ქ. 1951 - განქ. 1958) |
მამა: | ჰალილ ისფანდიარი ბაჰთიარი |
დედა: | ევა კარლი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ იგი უნაყოფო იყო, ქორწინება დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. მან შაჰს მემკვიდრის გასაჩენად სხვა ცოლის შერთვაზე უარი განუცხადა, თუმცა მას მემკვიდრე სჭირდებოდა. 1958 წელს ირანის შაჰმა ტირილით გამოაცხადა მათი განქორწინების შესახებ, რის შემდეგაც დედით გერმანელი სორაია ევროპაში გადასახლდა და კათოლიკედ მოინათლა. ბრიტანეთის ელჩის მტკიცებით შაჰი სორაიას ერთადერთი და ნამდვილი სიყვარული იყო, რის გამოც ის მეორედ აღარ გათხოვილა.
მან დარჩენილი ცხოვრება მარტოობაში გაატარა პარიზში და აღარც სამსახიობო კარიერას დაბრუნებია. გარდაცვალების შემდეგ, მისივე ანდერძის მიხედვით იგი დედის მშობლიურ მხარეში დაკრძალეს.