აეროპორტი რუსეთში From Wikipedia, the free encyclopedia
სოჭის საერთაშორისო აეროპორტი (რუს. Международный Аэропорт Сочи) − საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მდებარეობს საკურორტო ქალაქ სოჭის მახლობლად, შავი ზღვის სანაპიროზე, რუსეთის ფედერალური სუბიქტის, კრასნოდარის ტერიტორიაზე. სოჭის საერთაშორისო აეროპორტი რუსეთის 10 უდიდეს აეროპორტს შორისაა. აეროპორტის წლიური მგზავრთბრუნვა ≈5.2 მილიონ მგზავრს შეადგენს.[1][2]
სოჭის საერთაშორისო აეროპორტი Basel Element ჯგუფის, რუსეთის სბერბანკისა და სინგაპურის ჩანგის აეროპორტის დაქვემდებარებაშია. რუსეთისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აეროპორტთა განვითარების მესამე წლიურ ფორუმზე (2013) სოჭის საერთაშორისო აეროპორტი საუკეთესო რეგიონულ აეროპორტად დაასახელეს.[3] სოჭის საერთაშორისო აეროპორტი მთავარი საშუალება იყო 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად. 2014 წლის 1-28 თებერვალს სოჭის საერთაშორისო აეროპორტი 350 000 მგზავრს მოემსახურა. ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს აეროპორტის მეშვეობით 2 800 ტონაზე მეტი ბარგი გადაიზიდა.[4]
სოჭის საერთაშორისო აეროპორტის თავდაპირველი საფრენი ზოლი მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთის შავი ზღვის სანაპიროს დასაცავად აიგო. საჰაერო ზოლი 1941 წლის 8 ივლისიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში აიგო. სამოქალაქო ავიაციის მეთაურის ბრძანების შესაბამისად აეროპორტი 1945 წლის 23 ნოემბერს დაარსდა.
1956 წელს პირველი ტერმინალი (ამჟამად ძველი შენობა) და საჰაერო ხაზი 1 აიგო. 1957 წელს აეროპორტის მგავრთბრუნვა 35 000 ადამიანს, ხოლო ტვირთბრუნვა 1000 ტონას შეადგენდა. 1960-1965 წლებში აეროპორტის მგზავრთა რაოდენობის ზრდასთან ერთად აეროპორტში მგზავრთა და ტვირთის დარბაზები, 200 ოთახი, რადიო ნავიგაციის სისტემა და დაშვების სისტემები ამოქმედდა. 1966 წლის აგვისტოში მაღალი მოსწრების გამო აეროპროტი შრომის წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდა. 1990 წელს აეროპორტის მგზავრთბრუნვამ 2.3 მილიონი მგზვარი შეადგინა. 1957 წლიდან დღემდე აეროპორტი 60 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. რეგულარული საერთაშორისო ფრენები 1981 წლიდან დაიწყო. თავდაპირველ დანიშნულების ადგილებს შორის იყო: ბრატისლავა, ბუდაპეშტი და პრაღა. შემდგომში აეროპორტის საერთაშორისო ფრენებმა შუა აღმოსავლეთი და დასავლეთი ევროპაც მოიცვა.
წელი | მგზავრთა რაოდენობა | %-ული ცვლილება |
---|---|---|
2010 | 1,920,000 | |
2011 | 2,086,000 | 8.6% |
2012 | 2,120,400 | 1.6% |
2013 | 2,427,676 | 14.5% |
2014 | 3,106,100 | 28% |
2015 | 4,100,000 | 32% |
2016 | 5,263,275 | 28% |
2017 | 5,700,000 | 8% |
1962 წლის 28 ივლისს Aeroflot Flight 415-ის დროს Antonov An-1 ტიპის თვითმფრინავი სო~წის აეროპორტის მახლობლად მთებში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 81-ვე ადამიანი გარდაიცვალა.[6] 1972 წლის 1 ოქტომბერს Aeroflot Flight 1036-ის დროს Ilyushin Il-18-ის ტიპის თვითმფრინავი სოჭის აერპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი 109 ადამიანის სიცოცხლე სეეწირა. კატასტროფის მიზეზი დღემდე გაურკვეველია.[7] 2006 წლის 3 მაისს Armavia Flight 967-ის დროს, ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენილი Airbus A320-200-ის ტიპის თვითმფრინავი შვ ზღვაში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 113 ადამიანი დაიღუპა.[8] 2016 წლის 25 დეკემბერს სოჭის აეროპორტიდან აფრენიდან 2 წუთის შემდეგ Tupolev Tu-154 ტიპის თვითმფრინავი რადარიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავის ნარჩენები შავ ზღვაში იპოვეს. ბორტზე მყოფ 92 ადამიანი, მათ შორის ალექსანდროვის ანსამბლის ყველა წევრი დაიღუპა.[9][10][11][12][13]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.