სპაგეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
სპაგეტი (იტალ. spaˈɡetti) - მაკარონის ცილინდრის ფორმის გრძელი, თხელი და მკვრივი სახეობა. როგორც სხვა მაკარონი მზადდება დამუშავებული ხორბლისგან და წყლისგან, ხანდახან ვიტამინების და მინერალების დამატებით. თეთრი ან მოყვითალო ფერის. დღეს სპაგეტის სიგრძე ჩვეულებრივად 25-30 სანტიმეტრია, XX საუკუნის მეორე ნახევრამდე გავრცელებული იყო უფრო გრხელი სპაგეტი. ითვლება იტალიური სამზარეულოს ტრადიციულ კერძად, მაგრამ პოპულარობით მთელ მსოფლიოში სარგებლობს. გამოიყენება ბევრი კერძის მოსამზადებლად, ხშირად უმატებენ ტომატის სოუსს, ბოსტნეულს ან ხორცს. უფრო სქელ სპაგეტის სპაგეტონი ეწოდება, უფრო თხელს - სპაგეტინი ან კაპელინი.
სწრაფი ფაქტები ტიპი, წარმოშობის ადგილი ...
გამოსაშრობად დაკიდებული სპაგეტი | |
ტიპი | მაკარონი |
---|---|
წარმოშობის ადგილი | იტალია |
|
დახურვა