From Wikipedia, the free encyclopedia
სპერქეოსი (ბერძ. Σπερχειός) — მდინარე ცენტრალურ საბერძნეთში. სათავე აქვს ტიმფრისტოსის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე. მიედინება ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 82 კმ. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ დაბლობზე გამოდის, სადაც ფართო ხეობას ივითარებს. დაბლობზე გასვლისას მდინარის ნაპირზე გაშენებულია ქალაქი მაკრაკომიი, ხოლო შესართავთან ახლოს მდებარეობს ქალაქი ლამია. ერთვის ეგეოსის ზღვის მალიის ყურეს. სპერქეოსის შესართავი ჭაობიანი და წყალ-ჭაობიანია. ქვემო დინებაში განვითარებულია სოფლის მეურნეობა.
სპერქეოსი | |
---|---|
ქვეყანა | საბერძნეთი |
ქალაქები |
მაკრაკომიი ლამია |
სათავე |
ტიმფრისტოსი 38°57′40″ ჩ. გ. 21°55′50″ ა. გ. |
სათავის მდებარეობა | საბერძნეთი |
შესართავი |
ეგეოსის ზღვა 38°51′50″ ჩ. გ. 22°34′35″ ა. გ. |
სიგრძე | 82 კმ |
— სათავე, — შესართავი | |
სპერქეოსი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.