სრი მულიანი ინდრავატი
From Wikipedia, the free encyclopedia
სრი მულიანი ინდრავატი (ინდონ. Sri Mulyani Indrawati) (დ. 26 აგვისტო 1962, ბანდარ-ლამპუნგი) — ინდონეზიელი ეკონომისტი და სახელმწიფო მოღვაწე. მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი. ინდონეზიის ეროვნული განვითარების დაგეგმარების მინისტრი (2004-2005 წწ.), ინდონეზიის ფინანსთა მინისტრი (2005-2010 წწ.). ინდონეზიის ეკონომიკური საკითხების მინისტრ-კოორდინატორი (2008-2009 წწ.).
სწრაფი ფაქტები სრი მულიანი ინდრავატი, დაბადების თარიღი ...
სრი მულიანი ინდრავატი | |
---|---|
ინდონ. Sri Mulyani Indrawati | |
დაბადების თარიღი | 26 აგვისტო, 1962(1962-08-26)[1] [2] [3] (61 წლის) |
დაბადების ადგილი | ბანდარ-ლამპუნგი |
მოქალაქეობა | ინდონეზია |
განათლება | ინდონეზიის უნივერსიტეტი, ილინოისის უნივერსიტეტი ურბანა-შამპეინში, ინდონეზიის უნივერსიტეტი და ილინოისის უნივერსიტეტი ურბანა-შამპეინში |
ჯილდოები | Forbes list of The World's 100 Most Powerful Women, Euromoney Finance Minister of the Year და Asia's Most Influential Indonesia[4] |
დახურვა
სრი მულიანი ინდრავატის ხელმძღვანელობით, ინდონეზიის ეკონომიკაში განხორციელდა მთელი რიგი გარდაქმნები[5][6], რამაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია და ქვეყანას საშუალება მისცა გადაელახა 2007-2008 წლების აზიის ფინანსური კრიზისი[7][8]. 2014 წელს ჟურნალმა Forbes-მა, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში შეიყვანა 38-ე პოზიციაზე[9].