სტეპან ბანდერა
უკრაინელი ნაციონალიზმის იდეოლოგი და თეორეტიკოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
სტეპან ანდრეის ძე ბანდერა (უკრ. Степа́н Андрі́йович Банде́ра; დ. 1 იანვარი, 1909 — გ. 15 ოქტომბერი, 1959, მიუნხენი) — უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ პოლონეთში (გალიცია); 1941–1959 წლებში უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 1942 წლიდან 1944 წლის აგვისტომდე იმყოფებოდა ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში. 1944 წელს განთავისუფლდა და გახდა ანტისაბჭოთა მოძრაობის ორგანიზატორი წითელი არმიის ზურგში.[1][2]
სტეპან ბანდერა | |
---|---|
![]() სტეპან ბანდერა | |
მშობლიური სახელი | უკრ. Степа́н Андрі́йович Банде́ра |
დაბადების სახელი | სტეპან ანდრეის ძე ბანნდერა |
დაბადების თარიღი | 1 იანვარი 1909 |
გარდაცვალების თარიღი |
15 ოქტომბერი, 1959 (50 წლის) მიუნჰენი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა |
პროფესია | ნაციონალისტი, მეომარი |
ბანდერა ავსტრო-უნგრეთში, უკრაინელი კათოლიკე მღვდლის ოჯახში დაიბადა და პოლონეთში გაიზარდა.[3] ახალგაზრდობიდან იყო ჩართული სხვადასხვა ნაციონალისტურ ორგანიზაციაში, 1924 წელს კი უკრაინის სამხედრო ორგანიზაციას შეუერთდა. 1931 წელს გახდა უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის პროპაგანდის ხელმძღვანელი, რის შემდეგაც 1932 წელს პოლონეთში ორგანიზაციის მეთაურად დაინიშნა. 1934 წელს მისი ორგანიზებით მოკლეს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ბრონისლავ პერაცკი, რის გამოც სიკვდილით დასჯა მიესაჯა, თუმცა მოგვიანებით განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეიცვალა.
ბანდერა ციხიდან პოლონეთში შეჭრის შემდეგ, 1939 წელს გათავისუფლდა და კრაკოვში გადავიდა. 1940 წლიდან იყო უკრაინის ნაციონალისტური ორგანიზაციის რადიკალური ფრაქციის ხელმძღვანელი. 1941 წლის 22 ივნისს, ნაცისტური გერმანიის საბჭოთა კავშირში შეჭრის შემდეგ ბანდერამ უკრაინის ეროვნული კომიტეტი შექმნა. კომიტეტის ხელმძღვანელმა იაროსლავ სტეცკომ 1941 წლის 30 ივნისს ნაცისტების კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ ლვივში უკრაინის სახელმწიფოს შექმნა გამოაცხადა. პროკლამაცია ეხებოდა ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობას. გერმანელებმა ბანდერას პროკლამაციის გაუქმება მოსთხოვეს, უარის მიღების შემდგომ კი ბანდერა გესტაპომ დააპატიმრა. 1944 წლის სექტემბერში ბანდერა გაათავისუფლეს. ბანდერამ გერმანელებთან მოლაპარაკების შემდეგ 1945 წლის მარტში უკრაინის ეროვნული არმია და უკრაინის ეროვნული კომიტეტი შექმნა.[4] 1959 წელს ბანდერა კგბ-ს აგენტის მიერ იქნა მოკლული. [5][6]
ბანდერა უკრაინაში დღემდე საკამათო ფიგურაა.[7] ბევრი უკრაინელი მას მისაბაძ ფიგურად და[8] განმათავისუფლებელ მებრძოლად თვლის, [9] თუმცა ამავდროულად უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებლები ბანდერას მეტწილად ფაშისტად, ან ნაცისტური გერმანიის კოლაბორანტად თვლიან. მისი მიმდევრები, „ბანდერელები“ პასუხისმგებელნი არიან მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონელთა ხოცვასა და ჰოლოკოსტში მონაწილეობაზე.[10][11] 2010 წლის 22 იანვარს უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს გადაწყვეტილებით ბანდერას უკრაინის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. 2011 წელს ბანდერას ეროვნული გმირის წოდება ჩამოერთვა.[12] ბანდერას მოღვაწეობა განსაკუთრებულ განხილვის საგნად იქცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს.[13][14][15]