სუზანა ვალადონი
From Wikipedia, the free encyclopedia
სუზანა ვალადონი (დაბადების სახელია მარი-კლემენტი ვალადონი; დ. 23 სექტემბერი, 1865 – გ. 7 აპრილი, 1938) — ფრანგი მხატვარი ქალი. დაიბადა ბესი-სიურ-გარტამპში 1894 წელს. ვალადონი გახდა გამომხატველობითი ხელოვნების ეროვნული საზოგადოების მიერ აღიარებული პირველი ქალი მხატვარი. ის ასევე იყო მხატვარი მორის უტრილოს დედა.
სუზანა ვალადონი | |
---|---|
დაიბადა | 23 სექტემბერი, 1865(1865-09-23)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] |
დაბადების ადგილი | Bessines-sur-Gartempe[15] [16] |
გარდაიცვალა | 7 აპრილი, 1938(1938-04-07)[1] [2] [3] [5] [17] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [18] [16] (72 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზის XVI რაიონი[19] [18] |
ჟანრი | ნატურმორტი[19] , პორტრეტი[19] , ნიუ[19] და პეიზაჟი[19] |
ვალადონმა თავისი ცხოვრების დაახლოებით 40 წელი მიუძღვნა მხატვრობას. მისი ნამუშევრების უმეტესობის ძირითად თემას (მაგალითად სიცოცხლის სიხარული, 1911) წარმოადგენდა: ქალის სხეული, ნატურმორტი და პეიზაჟი. მას არ ქონდა ფორმალური განათლება, რატომაც არასოდეს მოქცეულა ტრადიციული მხატვრობის გავლენის ჩრჩოში.
ის ბევრი ცნობილი მხატვრის მოდელი იყო. შედეგად ის გხვდება მრავალ ცნობილ ნახატზე, მათ შორის: პიერ ოგიუსტ რენუარის ცეკვა ბუჟივალში (1883) და ცეკვა ქალაქში (1883); ანრი დე ტულუზ-ლოტრეკის სუზანა ვალადონის პორტრეტი (1885).